დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს-ის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1074 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017246 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1074
2014 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
შპს-ის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლოწიაღისეულისმოპოვებისლიცენზიისაგანგათავისუფლებისთაობაზე
1. ,,სასარგებლოწიაღისეულისმოპოვებისლიცენზიისგაცემისწესისადაპირობებისშესახებდებულებისდამტკიცებისთაობაზე“ საქართველოსმთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებითდამტკიცებულიდებულების 74 მუხლისსაფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ12+400 და კმ31+259 მონაკვეთის სამშენებლო სამუშ აოების განსახორციელებლად,შპს „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ გათავისუფლდესსასარგებლოწიაღისეულის (სამშენებლო მასალები) მოპოვებისლიცენზიისაგან სამი თვისვადით და მიეცეს უფლება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელხუცუბანის მიმდებარე ტერიტორი აზემოიპოვოს 288 000 მ3 ქვიშა-ხრეში, შემდეგი X დაYკოორდინატებისსაზღვრებში:

2. შპს „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნისათვის;
გ) მოპოვებული 288 000 მ3 სასარგებლო წიაღისეულიდან 20 000 მ3 გამოიტანოს წიაღის მოპოვების ტერიტორიიდან და შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ჩაყაროს ქობულეთის სანაპიროს აღნიშნული X-730325 და Y-4633262 კოორდინატების ფარგლებში (ქ. ქობულეთში სასტუმრო „სანაპიროს“ მიმდებარედ, ნაპირდამცავ დეზებთან);
დ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 50 087 (ორმოცდაათი ათას ოთხმოცდაშვიდი) ლარის გადახდა.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება შპს-ს „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ ჩაეთვალოს „შპს კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 20 დეკემბრის №2138 განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებად.
4. შპს - ის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ მიერ ამ განკარგულებით ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
5. შპს-მ „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები