დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმის (WTIS-2014) ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1064 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017243 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1064
2014 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმის (WTIS-2014) ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმის (WTIS-2014) (შემდგომში - სიმპოზიუმი) ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი (კომისიის თავმჯდომარე);
დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გიორგი ზედელაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე (კომისიის წევრი);
გიორგი თაბუაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე (კომისიის წევრი);
გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე (კომისიის წევრი);
დავით ჯალაღანია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (კომისიის წევრი);
მერი დაუშვილი - სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი (კომისიის წევრი);
ვახტანგ აბაშიძე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე (კომისიის წევრი);
აკაკი სიხარულიძე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი (კომისიის წევრი).
2. კომისია იკრიბება არანაკლებ კვარტალში ერთხელ, სიმპოზიუმის ჩატარების საორგანიზაციო და მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.
3. კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, მონაწილეობა შეიძლება მიიღონ სახელმწიფო უწყებების, ქ. თბილისის მერიის, სხვადასხვა ორგანიზაციების, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები