საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1008
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017238
  • Word
1008
09/06/2014
ვებგვერდი, 24/06/2014
000000000.00.003.017238
საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1008

2014 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრი­ვი/საზოგა­დოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების (ცენტრა­ლური/საუბნო გზების მოხრეშვითი სამუშაოები, ნაპირგამაგრების სამუშაოები და სხვ.) განსახორციელებლად, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, სენაკის და ხობის მუნიციპალიტეტები (შემდგომში – მუნიციპალიტეტები) სამი თვის ვადით გათავისუფლდნენ ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მო­პო­ვების ლიცენზიისაგან, ამავე დანართით განსაზღვრული კოორდინატების ფარგლებში.

2. მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება.

3. მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენონ მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პრო­ექტების განსახორციელებლად.

4. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის გათვალისწინებით, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, სენაკის და ხობის მუნიციპალიტეტებმა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვეში, უზრუნველყონ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხის გადახდა:

ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - 4870 ლარი (28 000 მ3);

ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - 1852 ლარი (10 650 მ3);

გ) სენაკის მუნიციპალიტეტი - 470 ლარი (2700 მ3);

დ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - 1591 ლარი (9150 მ3);

ე) მარტვილის მუნიციპალიტეტი - 1504 ლარი (8650 მ3);

ვ) ხობის მუნიციპალიტეტი - 887 ლარი (5100 მ3).

5. მუნიციპალიტეტებმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, წარადგინონ ინფორმაცია მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის შესახებ.

6. მუნიციპალიტეტების მიერ, ამ განკარგულების შესაბამისად, ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ –გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ი. ღარიბაშვილი