დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.037.016035 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს №1/ნ ბრძანებით (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 30/08/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.22.037.016009) დამტკიცებულ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1) პირველი მუხლის „ა1“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა1) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;. 2) მე-2 მუხლის „ბ“; „გ“ და „დ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უმაღლესი განათლება: სფერო/ფაკულტეტი: სავალდებულო - საერთაშორისო ურთიერთობები ან სამართალმცოდნეობა ან ეკონომიკური ან სოციალური დარგები; უცხო ენა: სავალდებულო - ინგლისური; გ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, სასურველია - სამართლის, ან ეკონომიკის, ან დიპლომატიის ან მართვა/მენეჯმენტის ან სოციალურ სფეროში; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint და Google Apps) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“ 3) 31-ე მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უმაღლესი განათლება. უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული; გ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR მენეჯმენტის) მიმართულებით.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები