„საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბერის N3/319 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბერის N3/319 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 05/92
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016121
05/92
07/07/2014
ვებგვერდი, 09/07/2014
040030000.22.054.016121
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბერის N3/319 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/92

2014  წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის №3/319 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის №3/319 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
  1. დებულების  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა:  სსიპ  „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი“.  უნივერსიტეტის შემოკლებული სახელწოდებაა „ბხსუ”. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია:  ლუკა ასათიანის ქუჩა, 137, 6010, ბათუმი, საქართველო.“.

  1. დებულების  მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტი:

„3. თავისი მიზნების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტს უფლება აქვს შექმნას კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამები/კურსები, ასევე ეწეოდეს საგამომცემლო საქმიანობას.

4. მისიისა და მიზნების წარმატებით განხორციელებისათვის უნივერსიტეტში შესაძლებელია შეიქმნას სასწავლო ცენტრი, რომლის დებულებასაც შეიმუშავებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“.

  1. დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;“.

  1. დებულების 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 24. რექტორის არჩევის წესი

1. რექტორის  არჩევნებს  აცხადებს  აკადემიური  საბჭო  და   განცხადებას  აქვეყნებს  კანდიდატების  რეგისტრაციის  დაწყებამდე  არანაკლებ  1  თვით   ადრე,   საქართველოს   კანონმდებლობითა   და ამ  დებულებით  დადგენილი  წესით,  გამჭვირვალობის,  თანასწორობისა  და  სამართლიანი  კონკურენციის   პრინციპების    დაცვით.

2. განცხადება  უნდა  განთავსდეს  შესაბამისი  დაწესებულების  ვებგვერდზე  და  რექტორობის  კანდიდატების   რეგისტრაციის   შეწყვეტამდე  განთავსდეს  უნივერსიტეტში  ყველასთვის  თვალსაჩინო  ადგილებზე,  მისი  საჯაროობისა  და  დაინტერესებულ  პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების  რეგისტრაციის  დაწყების თარიღი, კანდიდატთა  განცხადებების მიღების ბოლო ვადა და   რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი.

3. რექტორობის კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ ერთ კვირაში, მართება უნივერსიტეტის   რექტორის არჩევნები.

4. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ   წარმოდგენილ სამოქმედო   გეგმას.

5. კანდიდატი სამოქმედო გეგმას აკადემიურ საბჭოს წარუდგენს საჯაროდ.

6. რექტორი 4 წლის ვადით აირჩევა აკადემიური საბჭოს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო  შედეგის  მქონე  ორი  პრეტენდენტი. თუ  არჩევნების მეორე ტურშიც   ვერ გამოვლინდა   გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნები.

7. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის  უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების აკადემიური  ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.“.

  1. დებულების  26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;

ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;

გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის, ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;

ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

თ) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

ი) ასრულებს ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.“.

  1. დებულების 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;

ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება;

გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.“.

  1. დებულების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.“

  1. დებულების 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“.

  1. დებულების 36-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და  ამავე მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-6 პუნქტი:

„4.  აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ფაკულტეტის ხანგრძლივობას და განისაზღვრება     4 წლით.

5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ფაკულტეტის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევარის გასვლის შემდეგ.

6. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.“.

  1. დებულების 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს, როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.“.

  1. დებულების  39-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
  1. დებულების 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 43. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი

1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისა და ასისტენტებისგან .

2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნებიან  პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ - პროფესორი .

3. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო-შემოქმედებით პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მათ.

4. ასისტენტი  პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.

5. აკადემიური პერსონალის დატვირთვის  ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს უნივერსიტეტი, ამ დებულებით დადგენილი წესით.“.

  1. დებულების 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „მუხლი 44. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი

1. კონკურსს ნიშნავს და აცხადებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2.  ინფორმაცია ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს კონკურსის ჩატარების თარიღსა და პირობებს. იგი  უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ, საკონკურსო განცხადების მიღებამდე არაუგვიანეს 1 თვით ადრე.

3.  გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისი კონკურსის ჩატარების მიზნით უნივერსიტეტის რექტორის  ბრძანებით იქმნება საკონკურსო და საპროცედურო კომისიები.

4.  საპროცედურო და  საკონკურსო კომისიების შემადგენლობას ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.

5. საკონკურსო კომისია იქმნება უნივერსიტეტის პროფესორის, ასოცირებული პროფესორის,  ასისტენტ პროფესორისა და ასისტენტის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა გამოვლენის მიზნით. მისი შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრისა.

6. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს საკონკურსო დარგის – მიმართულების  სპეციალისტები.

7. საპროცედურო კომისია უზრუნველყოფს კონკურსანტთა განცხადებების მიღებას, მისი შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრის (თავმჯდომარე, მდივანი და წევრი) ოდენობით. საპროცედურო კომისია პასუხისმგებელია საკონკურსო განაცხადებისა და საკონკურსო კომისიაში შემოსული კორესპონდენციების (მათ შორის, განცხადებების/საჩივრების)  მიღებასა და რეგისტრაციაზე. საპროცედურო კომისია რეგისტრაციაში ატარებს კონკურსში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს და აძლევს შესაბამის ცნობებს, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საპროცედურო კომისიის მდივანი ვალდებულია საკონკურსო კომისიის მდივანს გაუწიოს დახმარება სათანადო ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში.

8. საპროცედურო და საკონკურსო კომისიების შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდნენ  კონკურსში მონაწილე კანდიდატები.

9. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრის წესით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, რაც ფორმდება შესაბამისი ოქმის (ოქმების) სახით.

10. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

11. კონკურსის ჩატარების დღეს საკონკურსო კომისია განიხილავს კონკრეტულ საკონკურსო თანამდებობაზე არსებულ ვაკანსიებზე კონკურსში მონაწილე თითოეული კონკურსანტის მონაცემებს, ღია კენჭისყრით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ამასთან, საკონკურსო კომისიის ყოველ წევრს უფლება აქვს კონკრეტულ საკონკურსო თანამდებობაზე ხმა მისცეს არაუმეტეს იმდენ კონკურსანტს, რამდენი საკონკურსო ადგილიცაა მოცემულ თანამდებობაზე.  საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები ფიქსირდება შესაბამის ოქმში (ოქმებში).

12. კონკურსში გამარჯვებულად (აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულად) ჩაითვლება კონკურსანტი, რომელსაც ხმას მისცემს საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
13.  მას შემდეგ, რაც კონკურსი ჩატარდება ყველა საკონკურსო თანამდებობაზე, საკონკურსო კომისიის მიერ ივსება და კენჭისყრით მტკიცდება შემაჯამებელი ოქმ(ებ)ი.

14. საკონკურსო კომისია კონკურსის შედეგებს აქვეყნებს კონკურსის დასრულებიდან  2 სამუშაო დღის ვადაში.

15.  საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილი წესის დარღვევასთან  დაკავშირებით კონკურსში მონაწილე კონკურსანტს ან საკონკურსო კომისიის წევრს  უფლება აქვს შედეგების გამოქვეყნებიდან 24 საათის  განმავლობაში შეიტანოს განცხადება/ საჩივარი შესაბამის საპროცედურო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.

16.  საპროცედურო კომისია უზრუნველყოფს  განცხადების/საჩივრის რეგისტრაციას და საკონკურსო კომისიისათვის დროულ მიწოდებას. უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია ვალდებულია განცხადების/საჩივრის შეტანიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს განცხადება ან /საჩივარი და მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების, დაკმაყოფილებაზე უარის ან მისი განუხილველად დატოვების შესახებ და აცნობოს კონკურსანტს.

17.  განცხადების/საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ დადგენილი წესის დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია ან შეიძლება იქონიოს კონკურსის შედეგზე.

18. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

  1. დებულების  45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 45. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები განისაზღვრება შემდეგნაირად:

  1. საშემსრულებლო მიმართულებით:

ა) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც კონკურსამდე დაკავებული ჰქონდა პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა და აქვს სახელოვნებო-შემოქმედებითი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც კონკურსამდე დაკავებული ჰქონდა პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა და აქვს სახელოვნებო-შემოქმედებითი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) ასისტენტ-პროფესორად  4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც ეწევა პედაგოგიურ და/ან აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას და აქვს პროფესიული წარმატებები;

დ) ასისტენტად 3 წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს პირი, რომელიც ეწევა პედაგოგიურ ან/და აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას.

  1. თეორიული მიმართულებით:

ა) პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

დ) ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 წლის ვადით.“.

  1. დებულების  48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ემერიტუსის წოდების მქონე პირისათვის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს უნივერსიტეტი. ამასთანავე, ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების საგანმანათლებლო და შემოქმედებით-სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე და ისარგებლოს დამატებითი სოციალური გარანტიებით ამ დაწესებულების ბიუჯეტიდან.“.

  1. დებულების  62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „მუხლი 62. უნივერსიტეტის ბიუჯეტი

1. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.

3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

4. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.  

5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტის პროექტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

6. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს, ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი სათანადო დასაბუთებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთოდეს აკადემიური საბჭოს წინადადებები.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის პროექტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას. ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდება ახალდანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.“.

  1. დებულების 66-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

„3. უნივერსიტეტის ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, იჯარით გაცემა, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრიმირიანე ოდიშარია