„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვირუსული C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის დამტკიცების და განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 31 იანვრის ერთობლივ №01-5/ნ-№12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ნომერი 01-39/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016267
01-39/ნ
25/06/2014
ვებგვერდი, 25/06/2014
470230000.22.035.016267
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვირუსული C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის დამტკიცების და განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 31 იანვრის ერთობლივ №01-5/ნ-№12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვირუსული C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის დამტკიცების და განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 31 იანვრის ერთობლივ №01-5/ნ-№12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №01-39/ნ/№123

2014 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვირუსული C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის დამტკიცების და განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 31 იანვრის  №01-5/ნ-№12 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვირუსული C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის დამტკიცების და განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 31 იანვრის №01-5/ნ-№12 ერთობლივი ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 470230000.22.035.016237,  31/01/2014) დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პრევენციის კომპონენტის მოსარგებლეები არიან: პენიტენციურ სისტემაში მყოფი პირები (ბრალდებულები, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები (შემდგომში – მსჯავრდებულები), რომლებიც სასჯელს იხდიან თავისუფლების აღკვეთის სახით, სამედიცინო პერსონალი და კონტაქტში მყოფი სხვა მოსამსახურეები); “.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის ფარგლებში მოქმედებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვირუსული C ჰეპატიტის მკურნალობის მართვის კომიტეტი (შემდგომში კომიტეტი), რომელიც კოლეგიურად იღებს გადაწყვეტილებებს მკურნალობაში ჩართვის და  მკურნალობის  შეწყვეტის შესახებ;“.

3. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებულის მკურნალობაში ჩართვის და მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომიტეტი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობის წესით, ამ პროგრამით, კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული C ჰეპატიტის მართვის კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციით (გაიდლაინი), კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტით (პროტოკოლი) და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“;

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომიტეტის მიერ მკურნალობაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მკურნალობისათვის საჭირო დრო არ აღემატება თავისუფლების აღკვეთის სახით მოსახდელი სასჯელის დარჩენილ ვადას, რომელშიც მხედველობაში არ მიიღება პროგრამის ამოქმედების შემდგომ დაწესებულებაში ჩადენილი დანაშაულისთვის დამატებული სასჯელის ვადა.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მკურნალობაში ჩართვისას, მხედველობაში მიიღება შემდეგი კრიტერიუმებიც, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მკურნალობა უკუნაჩვენებია ან შესაძლოა გადავადდეს, თუ სახეზეა:

ა) მძიმე არაკონტროლირებადი ფსიქიატრიული დაავადებები, განსაკუთრებით დეპრესია სუიციდის მცდელობ(ებ)ით;

ბ) დეკომპენსირებული ციროზი;

გ) ორგანოთა ტრანსპლანტაცია (გული,ფილტვი, თირკმელი);

დ) აუტოიმუნური დაავადებები;

ე) ენდოკრინული სისტემის დაავადებების არაკონტროლირებადი, დეკომპენსირებული ფორმები;

ვ) მძიმე თანმხლები დაავადებები: მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, გამოხატული გულის კორონარული (იშემიური) დაავადება, ფილტვების ქრონიკული მძიმე ობსტრუქციული დაავადება, გულყრები;

ზ) ორსულობა;

თ) სისხლის მაჩვენებლები: თრომბოციტები ნაკლებია 75x109/ლ, ნეიტროფილები  ნაკლებია 1,5x109/ლ;

ი) ინტერფერონის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

კ) კლინიკური მაჩვენებელი, რომელიც ხელს შეუშლის მკურნალობას.”.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
მინისტრისოზარ სუბარი