დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის №725 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ფიზიკური პირის - რაჟდენ ზვიადაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1010 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017209 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1010
2014 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის №725 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ფიზიკური პირის – რაჟდენ ზვიადაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის №725 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ფიზიკური პირი – რაჟდენ ზვიადაძე გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირს – რაჟდენ ზვიადაძეს შორის 2011 წლის 29 აპრილს გაფორმებული გაცვლის ხელშეკრულების 5.2 მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან.
3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები