„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „თერმო ვოთერ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 თებერვლის №18/02/02 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „თერმო ვოთერ ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1011
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017214
  • Word
1011
09/06/2014
ვებგვერდი, 24/06/2014
000000000.00.003.017214
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „თერმო ვოთერ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 თებერვლის №18/02/02 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „თერმო ვოთერ ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1011

2014 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „თერმო ვოთერ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 თებერვლის №18/02/02 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „თერმო ვოთერ ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის (N1037-Iს) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „თერმო ვოთერ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 თებერვლის №18/02/02 განკარგულების (შემდგომში: პრეზიდენტის განკარგულება) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:

„პრეზიდენტის განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე სასათბურე მეურნეობის მოწყობის უზრუნველყოფა (კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აშენება და ექსპლუატაციაში შეყვანა) 2015 წლის 7 მარტამდე;“.

2. ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „თერმო ვოთერ ჯორჯიამ“ (ს/კ 404389666) უზრუნველყოს, ამ განკარგულების პირველი პუნქტითა და პრეზიდენტის განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, პრეზიდენტის განკარგულების მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის არანაკლებ წინამდებარე განკარგულების გამოცემიდან 14 (თოთხმეტი) თვით გაგრძელება, ან პრეზიდენტის განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი საბანკო გარანტიის ნაცვლად არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის ვადაც ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ ორი თვით.

3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „თერმო ვოთერ ჯორჯია“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „თერმო ვოთერ ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 7 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 5.2.2, 5.2.3 და 5.2.4 მუხლების შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან იმ პირობით, რომ შპს „თერმო ვოთერ ჯორჯია“ გადაიხდის ამავე ხელშეკრულები დაკისრებულ პირგასამტეხლოს ნაწილს, 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით და შეასრულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტითა და პრეზიდენტის განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                    ირაკლი ღარიბაშვილი