სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთის შპს „მიწათმოქმედთა ერთობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ -სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთის შპს „მიწათმოქმედთა ერთობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ -სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017215
  • Word
1012
09/06/2014
ვებგვერდი, 24/06/2014
000000000.00.003.017215
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთის შპს „მიწათმოქმედთა ერთობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ -სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთის შპს „მიწათმოქმედთა ერთობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ -სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1012

2014 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთის შპს „მიწათმოქმედთა ერთობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ _ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართ №1-ში მითითებული უძრავი ნივთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 34 937 (ოცდათოთხმეტი ათას ცხრაას ოცდაჩვიდმეტი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „მიწათმოქმედთა ერთობას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №201944209).

 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

  ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების დანართი №1-ით გადაცემულ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე (გარდა, №84.13.35.267; №84.13.35.279; №84.13.35.266 და №84.13.35.270 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისა) არანაკლებ 150 (ას ორმოცდაათ) მსხვილფეხა საქონელზე გათვლილი მეცხოველეობის ფერმის ან/და ფერმების კომპლექსის მშენებლობა/აღჭურვა, სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა და ფუნქციონირების დაწყება;

გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) სული მსხვილფეხა საქონლის შეძენა/მოშენება;

დ) ამ განკარგულების დანართი №1-ით გადაცემულ ქონებაზე ან მის ნაწილზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით მარცვლეული და პირუტყვის საკვები მრავალწლიანი მცენარეული კულტურების მოყვანა;

ე) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით ამ განკარგულების დანართი №1-ით გადაცემული ქონებიდან არანაკლებ 30 000 კვ.მ მიწის ფართობზე ვენახის გაშენება;

ვ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით ამ განკარგულების დანართი №1-ით გადაცემული ქონებიდან არანაკლებ 1000 კვ.მ მიწის ფართობზე სათბურის ან/და სათბურების კომპლექსის მშენებლობა/აღჭურვა სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა და ფუნქციონირების დაწყება;

ზ) ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არანაკლებ 3 (სამი) წლის მანძილზე, ყოველწლიურად, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით სხვადასხვა ტიპის ბოსტნეული კულტურების მოყვანა სათბურში;

თ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით ამ განკარგულების დანართი №1-ით გადაცემულ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 120 (ას ოცი) ფუტკრის სკის განთავსება;

 ი) ამ პუნქტის „ბ-თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ, 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

  კ) ამ პუნქტის „ა-ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებამდე, ყოველი წლის დეკემბრის თვეში, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა დანართი №2-ის შესაბამისად;

  ლ) გადასაცემ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: №84.13.35.267; №84.13.35.279; №84.13.35.266 და №84.13.35.270) არ განახორციელოს ქმედებები, რომელიც თავის მხრივ შეზღუდავს სახელმწიფოს უფლებას გასცეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია და ლიცენზიის მფლობელი პირ(ებ)ის მიერ სალიცენზიო საქმიანობის შეუფერხებელ განხორციელებას;

  მ) გადასაცემ მიწის ნაკვეთებზე განახორციელოს (საკადასტრო კოდი: №84.13.35.267; №84.13.35.279; №84.13.35.266 და №84.13.35.270) ,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით დადგენილი პირობების დაცვა.

  3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „მიწათმოქმედთა ერთობამ“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, განსახორციელებელი ინვესტიციის არანაკლებ 10 %-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას.

4. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „მიწათმოქმედთა ერთობას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №201944209) იჯარით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ახალშენში მდებარე 1980 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №84.13.35.278) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 წლის ვადით.

5. ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გადაცემული ქონების სარგებლობის პირობად განისაზღვროს, წლიური საიჯარო ქირის, 3 (სამი) ლარის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველწლიურად, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის ყოველი პირველი თვის ბოლოს.  

 6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწმიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                          ირაკლი ღარიბაშვილი