დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კოპანიის“ მიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ -სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1024 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017229 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1024
2014 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
„შპს „სახელმწიფო სამშენებლო კოპანიის“ მიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია შპს „სახელმწიფო სამშენებლო კოპანიის“ (ს/კ 205140257) მიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები