დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1025 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017230 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1025
2014 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სარეკლამო-საინფორმაციო რგოლების განთავსება და საინფორმაციო ფლაერების ბეჭდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში (პროგრამული კოდი: 24 01 01 02 03).
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები