დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - საქართველოს ყრუთა კავშირისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1090 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017222 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1090
2014 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის – საქართველოს ყრუთა კავშირისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ა(ა)იპ – საქართველოს ყრუთა კავშირს (ს/კ №201945574) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 წლის ვადით, გადასცეს ამ განკარგულების №1 დანართში მითითებული უძრავი ქონება, ხოლო ამ განკარგულების №2 დანართში მითითებული უძრავი ქონება – 49 წლის ვადით.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
| № | მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი | მისამართი | არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი (კვ.მ)
| შენობა-ნაგებობები (კვ.მ)
|
| 1 | 02.07.02.667 | ქალაქი რუსთავი, მშვიდობის ქ. №7 | 13199 | №1, №2, №3, №4, №5, №6 |
| 2 | 47.11.36.096 | ქალაქი წალენჯიხა, ფიფიას ქუჩა | 7825 | განაშენიანების ფართები: №1-16,48 კვ.მ, №2-327,86 კვ.მ, №3-396,7 კვ.მ, №4-71,51 კვ.მ, №5-42,22 კვ.მ |
| 3 | 04.02.05.170 | ქალაქი ფოთი, ბათუმის ქუჩა №1 | 4406 |
|
დანართი №2
| № | მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი | მისამართი | არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი (კვ.მ)
| შენობა-ნაგებობები (კვ.მ) |
|
| 43.31.48.137 | ქალაქი ზუგდიდი, მარჯვენა სანაპიროს ქუჩა | 2260 | №1–განაშენიანების ფართით 71,6 კვ.მ, №2-90,39 კვ.მ, №3-73,69 კვ.მ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები