სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს ,,შატო მუხრანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს ,,შატო მუხრანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1092
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017220
  • Word
1092
17/06/2014
ვებგვერდი, 24/06/2014
000000000.00.003.017220
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს ,,შატო მუხრანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1092

2014 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს ,,შატო მუხრანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე 4500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა №1, საერთო ფართით – 580.44 კვ.მ; შენობა №2, საერთო ფართით – 137 კვ.მ; შენობა №3, საერთო ფართით - 259.3 კვ.მ; შენობა №4, საერთო ფართით - 28.5 კვ.მ; შენობა №5, საერთო ფართით – 44 კვ.მ და შენობა №6, საერთო ფართით – 9 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.09.14.011) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „შატო მუხრანს“ (ს/კ 205000381).

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) დღეში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წლის ვადაში №72.09.14.011 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სამოქალაქო თავდაცვის ნაგებობებისათვის (შენობა №1, საერთო ფართით - 580.44 კვ.მ და შენობა №2, საერთო ფართით – 137 კვ.მ) დანიშნულებისამებრ ფუნქციონირების მიზნით, სამშენებლო ან/და რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩატარება და რემონტი;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარი) ინვესტიციის განხორციელება;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო თავდაცვის ნაგებობების ფუნქციონირების მუდმივად შენარჩუნება;

ე) საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო თავდაცვის ნაგებობების სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ სარგებლობა.

3. სს „შატო მუხრანი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს განსახორცილებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 3 (სამი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                      ირაკლი ღარიბაშვილი