დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქართული თევზის კომპანია სო & კოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1093 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017219 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1093
2014 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქართული თევზის კომპანია სო & კოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულევში მდებარე 147 048 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, განაშენიანების ფართით: შენობა №1-885.48 კვ.მ, №2-771.76 კვ.მ, №3-311.4 კვ.მ, №4-519.58 კვ.მ, №5-515.95 კვ.მ, №6-427.45 კვ.მ, №7-95.4 კვ.მ, №8-14.42 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №45.15.21.015) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 340 000 (სამას ორმოცი ათასი) აშშ დოლარად (ეკვივალენტი ლარი) საკუთრებაში გადაეცეს შპს „ქართული თევზის კომპანია სო & კოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №205275129).
2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) თევზის გადამამუშავებელი საწარმოო კომპლექსის შექმნის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე:
ბ.ა) თევზის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა და აღჭურვა, რომელიც უნდა მოიცავდეს საყინულესა და სამაცივრეს;
ბ.ბ) ნავმისადგომის მშენებლობა და აღჭურვა;
ბ.გ) თევზჭერის არანაკლებ 2 (ორი) ერთეული სეინერისა და არანაკლებ 3 (სამი) ერთეული სატრანსპორტო გემის შეძენა;
გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 12 000 000 (თორმეტი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება;
დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვეში, თევზის გადამამუშავებელ საწარმოო კომპლექსში (მათ შორის, ნავმისადგომზე, სეინერებსა და სატრანსპორტო გემებზე) არანაკლებ 200 (ორასი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ სამი წლის ვადით.
3. შპს „ქართული თევზის კომპანია სო & კო“ ვალდებულია ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსახორცილებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა _ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები