დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სს „საქორგგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1094 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017218 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1094
2014 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სს „საქორგგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „საქორგგაზს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №208147637).
2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში, კასპის მუნიციპალიტეტში, არანაკლებ 1037 (ათას ოცდაჩვიდმეტი) აბონენტის გაზიფიცირება (პოტენციური აბონენტის შექმნა), შემდგომში მათთვის ბუნებრივი აირის მიწოდების მიზნით, რაც საშუალებას მისცემს პოტენციურ მომხმარებელს (აბონენტს) ჩაერთოს გაზსადენის საერთო ქსელში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ‑მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
1. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში მდებარე 45.8 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.144);
2. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში მდებარე 56.3 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.143);
3. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში მდებარე 35.6 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.142);
4. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში მდებარე 51.9 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.141);
5. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში მდებარე 8.9 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.140);
6. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში მდებარე 26.5 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.139);
7. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში მდებარე 6.8 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.138);
8. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში მდებარე 26.6 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.137) ;
9. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში მდებარე 13.4 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.136);
10. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში მდებარე 282.2 მილსადენი (ს/კ 67.00.135);
11. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში მდებარე 68.4 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.134);
12. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თოგოიანში მდებარე 739.6 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.132);
13. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჟამში მდებარე 1375.5 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.121);
14. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგური მეტეხის დასახლებაში მდებარე 367.6 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.120);
15. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგურ მეტეხის დასახლებაში მდებარე 601.5 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.119);
16. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში მდებარე 1483 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.112);
17. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკე-პანტიანში მდებარე 1168 მილსადენი (ს/კ 67.00.133);
18. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მდებარე 465.8 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.128);
19. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მდებარე 860 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.129);
20. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში მდებარე 1712.7 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.126);
21. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩანგილარში მდებარე 568.3 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.122);
22. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მდებარე 623 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.123);
23. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაკაში მდებარე 793.6 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.125);
24. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეზში მდებარე 181 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.131);
25. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გამდლისწყაროში მდებარე 486 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.124);
26. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, ერეკლე და სააკაძის ქუჩაზე მდებარე 629.7 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.130);
27. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში მდებარე 1114.7 მეტრი მილსადენი (ს/კ 67.00.127);
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები