დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის #629 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1097 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017217 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1097
2014 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №629 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქ.ართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №629 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ოკუპირებული ტერიტორიის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირებისათვის სამშენებლო სამუშაოების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყოს 18 849 650 (თვრამეტი მილიონ რვაას ორმოცდაცხრა ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარი, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კაპიტალის გასაზრდელად.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები