არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1089
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017216
  • Word
1089
17/06/2014
ვებგვერდი, 24/06/2014
000000000.00.003.017216
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1089

2014 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის – სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

     1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ა(ა)იპ – სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციას (ს/კ 204905736) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის ვადით, გადასცეს ქალაქ თბილისში, ირემაშვილის ქუჩა (ყოფილი ჟღენტის) №1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მესამე სართულზე არსებული 1012.87 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.12.03.016.017).

  2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს გადაცემულ ქონებაზე სოციალური რეაბილიტაციის მრავალპროფილიანი სახელობო ინკლუზიური ცენტრის ფუნქციონირება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მიზნით გამოყენება 2015 წლიდან, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი