დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 976 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017202 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №976
2014 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა თვის„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებ ზე გამონაკლისისდაშვების თაობაზე
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - მეწარმეობის განვითარების სააგენტოზე (შემდგომში - სააგენტო) არ გავრცელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი , მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ:
ა) 2014 წ ლი ს განმავლობაში დასაქმებულ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 23 (ოცდასამი ) ერთეულით, რომელთა ანაზღაურება განხორციელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში;
ბ) 2014 წ ლი ს განმავლობაში დასაქმებულ შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არ აღემატებოდეს 1900 ლარს ;
გ) 2014 წ ლი ს განმავლობაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო არ აღემატებოდეს 1900 ლარს ;
დ) 2014 წლის საპრემიო ფონდის მოცულობა განისაზღვროს სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებისათვის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის არა უმეტეს 50%-ით.
პრემიერ‑ მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები