დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2014 წლის 31 მაისის №17 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების მოწონების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 982 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017195 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №982
2014 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2014 წლის 31 მაისის №17 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების მოწონების შესახებ
1. „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილება) დამტკიცებული „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0‑5 წლის (ჩათვლით) ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-13 მუხლის გათვალისწინებით, მოწონებულ იქნეს სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2014 წლის 31 მაისის #17 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის 2014 წლის 1 სექტემბრიდან შეწყვეტისა და გარდამავალი პერიოდის დაწყებიდან, 2014 წლის 1 ივნისიდან , პროგრამაში მოსახლეობის ახალი შენაკადებისა და ძველი დაზღვეულებისთვის სადაზღვევო პერიოდის განახლების შეწყვეტის შესახებ.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, შესაბამის ბენეფიციართათვის/მოსარგებლეთათვის სამედიცინო მომსახურება უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
3. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 1 ივნისიდან.
პრემიერ‑ მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები