ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35/2014
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 19/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016152
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
35/2014
19/06/2014
ვებგვერდი, 20/06/2014
010240000.15.008.016152
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/06/2014 - 03/07/2014)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება № 35/2014

2014 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ

  „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

 


მუხლი 1. ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიები
ა) მეორე ტურის გამართვის დღემდე:

ა.ა) ცესკოს მიერ მოთხოვნის შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს მე-10 დღისა, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა”-„ზ” ქვეპუნქტებით ჩამოთვლილი დაწესებულებები, ცესკოს აწვდიან ამავე პუნქტებით განსაზღვრულ და განახლებულ ინფორმაციებს;

ა.ბ) საუბნო საარჩევნო კომისიების შეკრებისთანავე გამოიკვრება პირველი ტურისათვის არსებული ამომრჩეველთა ერთიანი სიების საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილი ვერსიები;

ა.გ) არაუგვიანეს მე-5 დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დგება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სია;

ა.დ) არაუგვიანეს მე-6 დღისა, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს გადაეცემათ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ”; „გ” და „დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა სია;

ა.ე) არაუგვიანეს მე-3 დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ სპეციალური სიების შედგენისა და დამტკიცების ვადა;

ა.ვ) არაუგვიანეს მე-2 დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიის 2 (კომისიისათვის განკუთვნილი და საჯარო ვერსია) ეგზემპლარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს. საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების მიერ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას.


მუხლი 2. საუბნო საარჩევნო კომისიები
ა) საოლქო საარჩევნო კომისიებმა განკარგულებით მიიღონ გადაწყვეტილება, მეორე ტურის დანიშვნის დღიდან, პირველი ტურისათვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის (მათ შორის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიები) უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის შედგენის დღის ჩათვლით.

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, პირველი ტურისათვის შექმნილი ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის ნაცვლად, შექმნას ახალი საუბნო საარჩევნო კომისია, რისთვისაც:

ბ.ა) კონკურსის გამოცხადებიდან 4 დღის ვადაში, უფლებამოსილ პარტიებს ეძლევათ უფლება დანიშნონ კომისიის წევრები;

ბ.ბ) არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, აცხადებს კონკურსს, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესითა და პირობებით;

ბ.გ) კონკურსში საბუთების წარდგენის ვადაა, კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე;

ბ.დ) საოლქო საარჩევნო კომისია, უფლებამოსილია წევრები აირჩიოს საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს;

ბ.ე) საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, ახალი კონკურსის გამოცხადების გარეშე, პირველი ტურისათვის გამართულ კონკურსში მონაწილეებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.

გ) ახლად შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები მოიწვევა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, მისი შექმნიდან არაუგვიანეს მე-2 დღეს.

დ) აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა.


მუხლი 3. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები
ა) პირველი ტურისათვის დანიშნული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა, იმ საარჩევნო კომისიებში, სადაც იმართება მეორე ტურები, გაგრძელდეს მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე.

ბ) საარჩევნო სუბიექტებს, გარდა მეორე ტურის გამართვის დღისა, შეუძლიათ დანიშნონ ან/და შეცვალონ წარმომადგენლები, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების გათვალისწინებით.

გ) უფლებამოსილი საარჩევნო სუბიექტებისათვის წარმომადგენლის  დაფინანსების ჩარიცხვის ვადად განისაზღვროს მეორე ტურების გამართვის დღემდე არაუგვიანეს 3 დღისა.


მუხლი 4. სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები
ა) ცესკოში რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მათ მიერ რეგისტრირებულ დამკვირვებლებს, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდეთ, მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას და მის რეგისტრირებულ დამკვირვებლებს, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდეს მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე, იმ შემთხვევაში, თუ ეს ორგანიზაცია დარეგისტრირებულია იმ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, სადაც მეორე ტური იმართება;

გ) ცესკოში რეგისტრირებულ მედია ორგანიზაციებსა და მათ წარმომადგენლებს, აკრედიტაცია გაუგრძელდეთ მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით;

დ) საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ მედია ორგანიზაციებსა და მათ წარმომადგენლებს აკრედიტაციები გაუგრძელდეთ მეორე ტურების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით, თუ ეს ორგანიზაცია დარეგისტრირებულია იმ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ სადაც მეორე ტური იმართება;

ე) რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რეგისტრაციაში გასატარებლად, უფლება აქვთ, დამკვირვებელთა დამატებითი სიები წარუდგინონ შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნებს მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა;

ვ) რეგისტრირებულ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციისათვის დამატებითი სიები, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი კომისიის მდივნებს წარუდგინონ მეორე ტურების გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა.


მუხლი 5
დაევალოს ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ამ დადგენილების შესრულების მიზნით, მისი გადაგზავნა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრული დაწესებულებებისათვის და შესაბამისი საარჩევნო სუბიექტებისათვის.
მუხლი 6
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 7
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე