დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის N150/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-40/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 08/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016268 |
|
,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ., №78, მუხ.708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პირველი პუნქტის: |
ა)
,,ღ“ და ,,ყ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ღ) ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებაში ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების მიღების, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და განადგურების წესი (დანართი №23); ყ) სამარაგოში ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №24);“; |
ბ)
,,შ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; |
გ)
,,ჩ“–,,ჭ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჩ) საპროცედუროში ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №26); ც) საპროცედუროში ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალებების ყოველდღიური გადაბარების ჟურნალის ფორმა (დანართი №27); ძ) აქტის ფორმა ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების გამოყენების შემდეგ დარჩენილი პირველადი შეფუთვისა და ტარის განადგურებაზე (დანართი №28); წ) ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალებების მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა (დანართი №29); ჭ) ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების პაციენტზე გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა (დანართი №30).“.
|
2.
ბრძანებით დამტკიცებული დანართი №23, დანართი №24, დანართი №26, დანართი №27, დანართი №28, დანართი №29 და დანართი №30 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
3.
ბრძანებით დამტკიცებული დანართი №25 (დაწესებულებაზე ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა) ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს. |
|
დანართი №23
ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებაში ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების მიღების, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და განადგურების წესი 1. აღნიშნული დანართი არეგულირებს მხოლოდ იმ ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების (ფარმაცევტული პროდუქტის) (შემდგომში - სამკურნალო საშუალება) მიღების, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და განადგურების წესს, რომელიც გამოიყენება ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობისას. ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობისას სამკურნალო საშუალებების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2. სამკურნალო საშუალებების მიღებას, შენახვას, აღრიცხვას, გაცემასა და განადგურებას ახორციელებს ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელი იურიდიული პირები (შემდგომში - დაწესებულება). 3. ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების მიზნით იმპორტირებული სამკურნალო საშუალებები ინახება შესაბამისი უფლების მქონე იმპორტიორი იურიდიული პირის ავტორიზებულ აფთიაქში, კაპიტალურ შენობაში არსებულ უფანჯრო ოთახში, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს რკინის კარებით, ადგილობრივი შუქხმოვანი და პოლიციასთან დაკავშირებული სიგნალიზაციით. აფთიაქი უზრუნველყოფილი უნდა იყოს პოლიციის შეიარაღებული სადღეღამისო დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი იურიდიული პირის ავტორიზებულ აფთიაქს არ გააჩნია შენახვის პირობები, შესაძლებელია სათანადო პირობებისა და უფლებმოსილების მქონე სხვა იურიდიულ პირთან გაფორმდეს ხელშეკრულება სამკურნალო საშუალებების შენახვასა და გაცემაზე. 4. დაწესებულებაში სამკურნალო საშუალებების მიღებაზე, შენახვაზე, აღრიცხვაზე, გაცემაზე და განადგურებაზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილი პირი (პირები). 5. სამკურნალო საშუალებების გადაზიდვა (გადატანა) ხორციელდება მხოლოდ პოლიციის დაცვის თანხლებით. 6. დაწესებულებაში სამკურნალო საშუალებები ინახება მის ტერიტორიაზე არსებულ სპეციალურად გამოყოფილ სამარაგო ოთახში (შემდეგში-სამარაგო). სამარაგო წარმოადგენს უფანჯრო ოთახს, აქვს კაპიტალური კედლები, რკინის კარები, ადგილობრივი შუქხმოვანი და 24 საათიანი პოლიციასთან დაკავშირებული სიგნალიზაცია. უზრუნველყოფილია ვიდეოთვალით, რომლის ჩანაწერი ინახება ერთი თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე დაწესებულების რამოდენიმე განყოფილება (მათ შორის საპროცედურო) განთავსებულია ერთ შენობაში, დასაშვებია მათ გააჩნდეთ ერთი (საერთო) სამარაგო, საიდანაც თითოეულ განყოფილებაზე სამკურნალო საშუალება გაიცემა ამ დანართის მე–14 და მე–15 პუნქტების შესაბამისად. 7. დაწესებულებას უფლება აქვს სამარაგოში შეინახოს არა უმეტეს 6 თვის სავარაუდო მარაგი. 8. სამარაგოში სამკურნალო საშუალებების მიღება, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა და განადგურებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულების ხელმძღვანელს და მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილ პირს/პირებს. 9. სამარაგოს გასაღები და ლუქი ინახება დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილ პასუხისმგებელ პირთან. 10. სამარაგოში განთავსებული სამკურნალო საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს ამ ბრძანების №24 დანართით გათვალისწინებული ფორმის, ზონარგაყრილ, დანომრილ და სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში. 11. სამარაგოდან სამკურნალო საშუალების განყოფილების საპროცედუროზე გაცემა წარმოებს მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერს განყოფილების უფროსი მედდა. მოთხოვნას ხელმოწერითა და ბეჭდით ამოწმებს განყოფილების უფროსი. მოთხოვნა იწერება ლათინურ ენაზე, დასახელების, ფორმისა და დოზის სრული მითითებით. რაოდენობა მიეთითება როგორც რიცხობრივად, ასევე სიტყვიერად. სამკურნალო საშუალებების გაცემის შემდეგ მოთხოვნის მეორე გვერდზე კეთდება ჩანაწერი ფაქტობრივად გაცემული სამკურნალო საშუალების შესახებ, დასახელების, დოზის, სერიის, რაოდენობისა და გაცემის თარიღის მითითებით. ჩანაწერს ხელს აწერენ სამკურნალო საშუალების გამცემი და მიმღები პირები. 12. მოთხოვნა გამოიწერება სამ ეგზემპლარად, აქედან ერთი ეგზემპლარი უბრუნდება განყოფილებას და ინახება განყოფილების უფროსს მედდასთან, მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დაწესებულების ბუღალტერიას, ხოლო მესამე რჩება სამარაგოს პასუხისმგებელ პირთან და წარმოადგენს საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის საფუძველს, მოთხოვნები ინახება ხუთი წლის განმავლობაში. 13. დაწესებულება სამკურნალო საშუალებით მარაგდება იმპორტირებული სამკურნალო საშუალების შემნახველი იურიდიული პირის ავტორიზებული აფთიაქიდან, ამ ბრძანების №2 დანართით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 14. იმ შემთხვევაში თუ დაწესებულებას გააჩნია ავტორიზებული აფთიაქი, განყოფილებების სამარაგოზე/სამარაგოებზე სამკურნალო საშუალება გაიცემა ერთჯერადი მოთხოვნისა და მინდობილობის საფუძველზე. მოთხოვნა გამოიწერება სამ ეგზემპლარად, აქედან ერთი ეგზემპლარი უბრუნდება განყოფილებას და ინახება განყოფილების უფროს მედდასთან, მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დაწესებულების ბუღალტერიას, ხოლო მესამე რჩება აფთიაქში და წარმოადგენს საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის საფუძველს, მოთხოვნები ინახება ხუთი წლის განმავლობაში. მოთხოვნას ხელს აწერს განყოფილების უფროსი და განყოფილების უფროსი მედდა. მოთხოვნას ხელმოწერითა და ბეჭდით ამოწმებს დაწესებულების ხელმძღვანელი. მოთხოვნა იწერება ლათინურ ენაზე, დასახელების, ფორმისა და დოზის სრული მითითებით. რაოდენობა მიეთითება როგორც რიცხობრივად, ასევე სიტყვიერად. სამკურნალო საშუალებების გაცემის შემდეგ მოთხოვნის მეორე გვერდზე კეთდება ჩანაწერი ფაქტობრივად გაცემული სამკურნალო საშუალების შესახებ, დასახელების, დოზის, სერიის, რაოდენობისა და გაცემის თარიღის მითითებით. ჩანაწერს ხელს აწერენ სამკურნალო საშუალების გამცემი და მიმღები პირები. ავტორიზებული აფთიაქიდან საპროცედუროზე/საპროცედუროებზე სამკურნალო საშუალების გაცემა ხორციელდება ამ დანართის მე-11 და მე-12 პუნქტების შესაბამისად, თუ საპროცედუროები და ავტორიზებული აფთიაქი განთავსებულია ერთ შენობაში. 15. განყოფილებიდან პაციენტებზე სამკურნალო საშუალებების გაცემა ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილი ოთახიდან (შემდგომში – საპროცედურო), რომელსაც ფანჯრებზე უნდა ჰქონდეს გისოსები. საპროცედუროში სამკურნალო საშუალებები ინახება ცეცხლგამძლე სეიფში, რომლის გასაღები ინახება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილ პირთან. საპროცედუროში ნებადართულია სამკურნალო საშუალებების არა უმეტეს შვიდი დღის სავარაუდო მარაგის შენახვა. სამუშაო დღის განმავლობაში საპროცედუროს დაცვას უზრუნველყოფს დაცვის თანამშრომელი. სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ საპროცედუროში ირთვება პოლიციასთან დაკავშირებული სიგნალიზაცია. 16. საპროცედუროში შენახული სამკურნალო საშუალებების მიღება, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა და განადგურებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ დაწესებულების ხელმძღვანელს და მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილ პირს/პირებს. 17. საპროცედუროში სამკურნალო საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დანომრილ, ზონარგაყრილ, დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში (დანართი №26). 18. პაციენტისათვის დანიშნული სამკურნალო საშუალების დოზის ყოველი ცვლილება ფიქსირდება ავადმყოფის სამედიცინო ბარათში. 19. სამკურნალო საშუალების გაცემა ხორციელდება საპროცედუროს სპეციალური სარკმლიდან, პაციენტის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტისა და სამკურნალო საშუალების მიღების ფურცლის საფუძველზე. სამკურნალო საშუალების მიღების ფურცელის საპროცედუროში გადაცემას უზრუნველყოფს განყოფილების პერსონალი. 20. პაციენტს ეკრძალება საპროცედუროში შესვლა. 21. საპროცედუროს მედდის მიერ სამკურნალო საშუალების გაცემა დანიშნული დოზით ხორციელდება ერთჯერადი ჭიქებით. პრეპარატის მოხმარების შემდეგ პაციენტი ათავსებს ჭიქას მითითებულ ადგილას. პაციენტის მიერ სამკურნალო საშუალების დანიშნულებისამებრ მოხმარება კონტროლდება დაცვის თანამშრომლის ან მედდის მიერ, რაც ვიდეოთვალის მეშვეობით იწერება და ინახება ერთი თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ სამკურნალო საშუალება წარმოდგენილია სუბლინგვალური ტაბლეტირებული ფორმით, სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ პაციენტი ვალდებულია დაყოვნდეს განყოფილებაში არანაკლებ ხუთი წუთისა. დაცვის თანამშრომელი ან მედდა პაციენტის გასვლის წინ უნდა დარწმუნდეს, გაიწოვა თუ არა პრეპარატი. იმ შემთხვევაში თუ პრეპარატი არ არის გაწოვილი, პაციენტი უნდა დარჩეს განყოფილებაში, ვიდრე არ მოხდება პრეპარატის გაწოვა, რის შემდეგაც მიეცემა განყოფილების დატოვების შესაძლებლობა. 22. სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ საპროცედურო განყოფილებაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს შორის (ექიმის სავალდებულო მონაწილეობით), სამკურნალო საშუალებების დარჩენილი ნაშთის გადაბარების წესს ადგენს დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, ხოლო მიღება-ჩაბარება ფორმდება ამ ბრძანებით დამტკიცებული №27 დანართის შესაბამისად. 23. სამკურნლო საშუალების გამოყენების შემდეგ დარჩენილი პირველადი შეფუთვა და ტარა ექვემდებარება განადგურებას, დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის (არანაკლებ სამი პირისა) მიერ, რაც ფორმდება ამ ბრძანებით დამტკიცებული №28 დანართით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად. 24. სამკურნალო საშუალების მიმღები პაციენტის სხვა სტაციონარში სამკურნალოდ მოხვედრის შემთხვევაში, პაციენტი ან მისი წარმომადგენელი წერილობით აცნობებს სტაციონარის ხელმძღვანელობას, რომ ის არის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის მონაწილე პაციენტი. სტაციონარული დაწესებულების ხელმძღვანელობა ვალდებულია არაუგვიანეს 24 საათისა აცნობოს პაციენტის სტაციონარში მოხვედრის შესახებ დაწესებულებას და მიაწოდოს მას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა). 25. დაწესებულება ვალდებულია სტაციონარის შესაბამის განყოფილებას გადასცეს სამკურნალო საშუალების ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია პაციენტის სტაციონარში მკურნალობის პერიოდში. გადასაცემი სამკურნალო საშუალების რაოდენობა ისაზღვრება პაციენტის ინდივიდუალური დოზისა და მისი სტაციონარში დაყოვნების საჭიროების მიხედვით. მკურნალი ექიმი-ნარკოლოგის მიერ პაციენტის სტაციონარულ სამედიცინო ბარათში უნდა დაფიქსირდეს შესაბამისი კონსულტაცია და რეკომენდაცია, სადაც მიეთითება სამკურნალო საშუალების დასახელება, ფორმა და დანიშნული დოზა. 26. სტაციონარი ვალდებულია გააფორმოს მიმწოდებელთან სამკურნალო საშუალების გადაცემა-მიღებაზე მიღება-ჩაბარების აქტი, ამ ბრძანებით დამტკიცებული N29 დანართის შესაბამისად. სტაციონარის განყოფილება ვალდებულია შემოსავალში აიყვანოს პაციანტისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალება და კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს მისი აღრიცხვა, შენახვა, სამედიცინო დოკუმენტაციაში გაფორმება, გაცემა და საჭიროების შემთხვევაში განადგურება. 27. სტაციონარში ან ბინაზე მკურნალობისას სამკურნალო საშუალებები გაიცემა დალუქულ მდგომარეობაში, დასახელების, ფორმის, დოზისა და რაოდენობის მითითებით, კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში. პაციენტისათვის განკუთვნილი რაოდენობა გაიცემა დღიური დოზების შესაბამისად დაფასოებული სახით. ლუქის ახსნა ხდება ავადმყოფის თანდასწრებით, უშუალოდ სამკურნალო საშუალების მიღების წინ. 28. პაციენტის ბინაზე მკურნალობის, მივლინებაში გამგზავრების ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებისას სამკურნალო საშუალებების მიმღებს განყოფილების მიერ ეძლევა სამკურნალო საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი (დანართი N30). აღნიშნული დოკუმენტი ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეძლევა სამკურნალო საშუალების მიმღებს, ხოლო მეორე რჩება განყოფილებაში. დანართი №24 სამარაგოში ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა სამკურნალო საშუალების: დასახელება, დოზა, ფორმა, საზომი ერთეული ----------------------------------------------------------------------------------------
დანართი №26 საპროცედუროში ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
შენიშვნა: 23-ე გრაფაში ბინაზე მწოლიარე პაციენტის შემთხვევაში ხელს აწერს მის ნაცვლად მისი ოჯახის წევრი, ხოლო სტაციონარში მოხვედრისას, ჩანაცვლებით პროგრამაში მონაწილე დაწესებულების ექიმი. დანართი №27
საპროცედუროში ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალებების ყოველდღიური გადაბარების ჟურნალის ფორმა
დანართი №28 აქტის ფორმა ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების გამოყენების შემდეგ დარჩენილი პირველადი შეფუთვისა და ტარის განადგურებაზე აქტი № წელი, რიცხვი, თვე, ადგილი:
კომისიამ შემადგენლობით (არანაკლებ 3 პირისა):
1. გვარი, ინიციალები და თანამდებობა 2. “ 3. “ მოახდინა 20 წლის “__” ____ “-ს გამოყენებული შემდეგი სამკურნალო საშუალებების პირველადი შეფუთვისა და ტარის განადგურება: ა) სამკურნალო საშუალების დასახელება: _________________ ბ) სერია: ____________________________ გ) ცარიელი პირველადი შეფუთვისა და ტარის დასახელება, რაოდენობა: ________________ კომისიის წევრების ხელმოწერა: 1. _________________ 2. _________________ 3. _________________ “ვამტკიცებ” ____________________________________________ (დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერა) ბ.ა. აქტი ინახება ხუთი წლის განმავლობაში
დანართი №29
ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალებების მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა
სამკურნალო საშუალებების გამცემი დაწესებულების დასახელება და იურიდიული მისამართი: _________________ ტელ: _________________________ სამკურნალო საშუალებების მიმღები სტაციონარული დაწესებულების დასახელება და იურიდიული მისამართი: ______________________ ტელ: __________________________ პაციენტის გვარი და სახელი, ვისთვისაც განკუთვნილია სამკურნალო საშუალება
სამკურნალო საშუალების გამცემი პირის ხელმოწერა: _______________________ სამკურნალო საშუალების მიმღები პირის ხელმოწერა: __________________________ შენიშვნა: აქტი ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სტაციონარში, ხოლო მეორე – სამკურნალო საშუალებების გამცემი, ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებაში. დანართი № 30 ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების პაციენტზე გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა სამკურნალო საშუალების გამცემი: დაწესებულების დასახელება: _____________________________________________ იურიდიული მისამართი: __________________________________________________ ტელ: _________________________ სამკურნალო საშუალების მიმღების გვარი, სახელი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №______________________________________ პაციენტის ბინაზე მკურნალობისას □ მივლინებაში მყოფი პაციენტისათვის □ სხვა შემთხვევებისას(მიეთითოს) □
სამკურნალო საშუალების გამცემი პირის ხელმოწერა _______________________ სამკურნალო საშუალების მიმღების ხელმოწერა ____________________________ __________________________ დოკუმენტის მოქმედების ვადა: ____________________________ ბ.ა. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები