„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1207
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 280090050.22.029.016247
1207
17/06/2014
ვებგვერდი, 18/06/2014
280090050.22.029.016247
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №1207

2014 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/11/2013, 280090050.22.029.016102) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამტკიცდეს „საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ - დანართი №2 და „დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადის ფორმა“ - დანართი №2.“

2. ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმები“ - დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი №3-ის შესაბამისად.

3. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესი“ (შემდგომში -წესი) დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) მიერ მოძიებული, ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის (შემდგომში - სამინისტრო) ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში  კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდული საცხოვრებელი სახლების შეთავაზებაზე.“

ბ) წესის მე-2 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისია ადგენს  განაცხადების მიღებისა და განხილვის ვადებს.

7. დეპარტამენტი ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა  განაცხადების მიღებას. განაცხადის შევსება ხდება დაზარალებულის მიერ სამინისტროს შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც სამინისტროს შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლი, ისე დაზარალებული. საცხოვრებელი სახლის მიღების მიზნით, დაზარალებულის მიერ ივსება ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ ან დანართი №2 „დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადის ფორმა“.

გ) წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111  და 112 პუნქტები:

„111. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოები ეხმარებიან დეპარტამენტს განაცხადების მიღებაში, დამუშავებასა  და მონაცემების მოძიება-გადამოწმებაში. ტერიტორიული ორგანოების მიერ განაცხადების მიღების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს სამინისტროს მხრიდან ხელს აწერს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოხელე/მოხელეები, რომლებიც განისაზღვრებიან მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

112. დეპარტამენტი არ განიხილავს იმ დაზარალებული ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან  სანაცვლოდ სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დაზარალებული ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საცხოვრებელი სახლის მოცულობა და ოჯახის წევრთა სულადობა რადიკალურად არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მინიმალურ საცხოვრებელ სტანდარტებს.“

დ) წესის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებისას, ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ კრიტერიუმებში მოცემულ დაზარალების კატეგორიის განმსაზღვრელი აქტის ფორმა დეპარტამენტის მიერ გადაიგზავნება შესაბამის მუნიციპალიტეტში, რომლის შევსების შემდგომ ეს უკანასკნელი წარუდგენს მოცემულ აქტს დეპარტამენტს.“

ე) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. სამინისტროს მიერ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვა

„1. დაზარალებული ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ოჯახის მიერ შევსებული ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 - „დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადის ფორმის“ საფუძველზე,  კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის საკითხს კომისია განიხილავს ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

2. კონკრეტული დაზარალებული ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლის შესყიდვაზე, მიღებული განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია. კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას ერთ საცხოვრებელ სახლზე არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარისა და შესაბამისად შესასყიდი სახლების მაქსიმალურ რაოდენობას. კომისია უფლებამოსილია, გაზარდოს ამ პუნქტით გათვალისწინებული ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალური ოდენობა ერთ საცხოვრებელ სახლზე, არაუმეტეს 2 000 ლარით, კონკრეტული დაზარალებული ოჯახისათვის შესაბამისი დასაბუთებით.

3. დაზარალებულ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლის შესყიდვის თაობაზე განცხადებები დაკმაყოფილდა, მიეცემათ არაუმეტეს 1 თვიანი ვადა  საცხოვრებელი სახლის შერჩევისათვის, კომისიისათვის წარდგენის მიზნით. თუ დაზარალებული ოჯახი განსაზღვრულ ვადაში ვერ შეარჩევს სასურველ საცხოვრებელ სახლს, ამ შემთხვევაში კომისია, კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, რიგით შემდეგ დაზარალებულ ოჯახს შესთავაზებს, საცხოვრებელი სახლის შერჩევას, რომელსაც შევსებული აქვს ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადის ფორმა“ - დანართი №2.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შერჩეულ საცხოვრებელ სახლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ექსპერტიზა საცხოვრებელი სახლის მდგრადობის/უსაფრთხოების/ტექნიკური მდგომარეობის შესახებ. ამასთან, საცხოვრებელ სახლს კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ჩაუტარდეს აუდიტორული შეფასება საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით. აღნიშნული აუდიტორული და საექსპერტო დასკვნების გათვალისწინებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვის შესახებ.

5. ამ მუხლის შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის ღონისძიებებს სამინისტრო განახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე.

6. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის თაობაზე განაცხადის საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვა განხორციელდეს დაზარალებულის და სამინისტროს მიერ თანადაფინანსებით.

7. კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საცხოვრებელი სახლი რეგისტრირდება დაზარალებული ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანასაკუთრებად.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე

დანართი N2

საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადი

1.

განცხადების ნომერი:

თარიღი:

  1. ინფორმაცია განმცხადებელზე
 
სახელი, გვარი

პირადი ნომერი

  1. განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობა
 
N

სახელი

გვარი

ოჯახის უფროსის მიმართ დამოკიდებულება (მეუღლე, შვილი, მშობელი, და/ძმა, შვილიშვილი, რძალი/სიძე და ა.შ.)

პირადი ნომერი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

  1. განმცხადებლის საკონტაქტო ინფორმაცია
 
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი (ქალაქი/მუნიციპალიტეტი, სოფელი, ქუჩა, ბინა)

ტელ./მობ. ნომერი

2. საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა:

________________________________________________________________________________

3. სოციალური მდგომარეობა:

მე ხელმოწერით ვადასტურებ, რომ წარმოვადგენ ჩემი ოჯახის ყველა წევრის ინტერესებს. ასევე ხელმოწერით ვადასტურებ, რომ სამინისტროს აქვს უფლება საჭიროებისდამიხედვით გადაამოწმოს ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ზემოხსენებული წესის შესაბამისად. (შენიშვნა: სამინისტრო იტოვებს უფლებას, მცდარი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ბათილად ცნოს მიღებული გადაწყვეტილება).

განმცხადებლის ხელმოწერა:  __________________________­­­­_________

დანართი N2

დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადი

დანართი N3

N

საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიები

ქულა

კატეგორია 1

 საცხოვრებელი სახლი (ან მისი ნაწილი) დანგრეულია სტიქიური მოვლენების შედეგად

5

კატეგორია 2

საცხოვრებელი სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად და საცხოვრებლად გამოუსადეგარია  (საცხოვრებელი სახლი აღდგენას არ ექვემდებარება)

4

კატეგორია 3

 საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად, რომელშიც ამჟამად ცხოვრობენ (საცხოვრებელი სახლი აღდგენას ექვემდებარება)

3,5

კატეგორია 4

საცხოვრებელი სახლი არ არის დაზიანებული,  მაგრამ მცხოვრები პირები იმყოფებიან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ანდა ასეთი რისკების ზონაში, რაც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ქონებას.

3

N

ლუი კრიტერიუმი

ქულა

სოციალურ პროგრამაში მო

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს:

57001-ზე ნაკლები -  ქულა 3

57001-დან 70000-მდე - ქულა 2

70000-დან 100 000-მდე - ქულა 1 

1-3

ოჯახში არის 3 და მეტი 18 წელზე დაბალი ასაკის ოჯახის წევრი. 3-ზე ერთი ქულა, ყოველ დამატებითზე 1 ქულა

შესაბამის ქულათა ჯამი

მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი/წევრები. მუდმივად მწოლიარე  (3  ქულა), უჭირს დამოუკიდებლად  გადაადგილება  (1  ქულა), ფსიქიკური ფუნქციის დარღვევა  (2  ქულა).  უნდა  არსებობდეს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა.  

ჯანმრთელობის  მდგომარეობიდან გამომდინარე სპეციალურ საჭიროებები გათვალიწინებულ უნდა იქნეს განსახლების შეთავაზებისას, გარდა ამ ცხრილის „დ“-ში გათვალისწინებული შემთხვევებისა.

შესაბამის ქულათა ჯამი

ოჯახის  წევრი  ან  წევრები  არიან  მკვეთრად  (3  ქულა), მნიშვნელოვნად  (2  ქულა)  ან  ზომიერად (1 ქულა) გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირები  (ჯანმრთელობის  მოშლით გამოწვეული   ადამიანის საქმიანობის ნორმიდან   გადახრა,  რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების,  ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის,  სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით), რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერით. 

შესაბამის ქულათა ჯამი

 მშობელი  ან  ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე (დამადასტურებელი დოკუმენტაცია: მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობები და სხვა)

2

ხანდაზმულ(ებ)ი, რომელიც ახორციელებს მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი   შვილ(ებ)ის  ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ კანონმდებლობის შესაბამისად. (მეურვეობა/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა)

1

პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო და  ოჯახი,  რომელიც  შედგება ხანდაზმული  წევრებისგან.  ოჯახი  შედგება  მხოლოდ  ან ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისაგან;

1

ოჯახის შემადგენლობა: 1-4 სულამდე (1 ქულა); 5-7 სული (2 ქულა); 8 და მეტი სული (3 ქულა)

1-3

N

სხვა კრიტერიუმი

ქულა

სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს

4

სხვა საცხოვრებელი სახლი  აქვს (საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის მოცულობა და ოჯახის წევრთა სულადობა რადიკალურად არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მინიმალურ საცხოვრებელ სტანდარტებს)

1