„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1208
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 16/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016248
1208
17/06/2014
ვებგვერდი, 18/06/2014
010170000.22.029.016248
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №1208

2014 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანებაში (ვებგვერდი, 06/12/2012 010170000.22.029.016038) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების“ (შემდგომში - დებულება) მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. დეპარტამენტის  ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები

1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:

ა) ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა; ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციასთან დაკავშირებით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა აღრიცხვა; მათი სამართლებრივი მდგომარეობის დადგენა და სათანადო სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

გ) თავშესაფრის მაძიებელი პირის საკითხის განხილვა, თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვე­ტილების მიღება;

დ) თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

ე) ერთი პირის ან ერთი ოჯახისათვის თავშესაფრის მაძიებელ პირთა მიმღებ ცენტრში საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა და გასახლება მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული მიმღებ ცენტრში განთავსების, ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების  წესის შესაბამისად;

ვ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე საკითხის არსებითად განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;

ზ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნე­ბის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;

თ) თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა მონაცემების ბაზის შექმნა; ლტოლ­ვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ფორმების შემუშავება, მოწმობების გაცემის ორგანიზება;

ი) „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციითა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმით გათვალისწინებული თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებების დაცვის, რეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა;

კ) ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა განსახლების ორგანიზება; განსახ­ლების პროცესის მართვა და მონიტორინგი;

ლ) ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;

მ) რეპატრიაციის საკითხთა რეგულირება; მოქმედი კანონ­მდებლობის საფუძველზე ყოფილი სსრკ-ს მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა იდენ­ტი­ფიკაციის, რეპატრიანტთა მონაცემთა ბაზის (საინფორმაციო ბანკის) შექმნა; რეპატრიანტთა ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესების წარმარ­თვა და კოორდინაცია; შესაბამისი პროექტების შემუშავება და რეალიზებისათვის ხელშეწყობა;

ნ) მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

 ო) ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის სათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად წინადადებების შემუშავება;

პ) შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული პროცესების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;

ჟ) საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, არალეგალური მიგრაციის რისკებისა და ლეგალური შრომითი ემიგრაციის შესაძლებლობების შესახებ;

რ) ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სამინისტროს განსახორციელებელ ღონის­ძი­ებებთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტის შემუშავება და ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზების უზრუნველ­ყოფა კომპეტენციის ფარგლებში;

ს) კომპეტენციის ფარგლებში სათანადო რეაგირება უკანონო მიგრაციის აღსაკვე­თად;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სამართლებ­რივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალ­კეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.

2. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან.“

 

2. დებულების მე-4 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) თავშესაფრის საკითხთა სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა.ა) თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება;

ა.ბ) თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი - განყოფილება;

ბ) მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველო.

2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

3. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) თავშესაფრის მაძიებელი პირის საკითხის განხილვა, თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაცია ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება;

ბ) თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებილი პირის  განთავსება დროებითი  განთავსების  ცენტრში;

გ) ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე საკითხის არსებითად განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება;

დ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველწლიური სავალდებულო რეგისტრაციის ჩატარების უზრუნველყოფა;

ე) თავშესაფრის მაძიებელ პირთა მონაცემების ბაზის შექმნა-მონიტორინგი;

ვ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა მონაცემების ბაზის შექმნა-მონიტორინგი;

ზ) თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა  სოციალური დაცვის, უფლებების დაცვის, თვითრეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

თ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა განსახლების ორგანიზება, განსახლლების პროცესის მართვა-მონიტორინგი;

ი) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება.

5. თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების ფუნქცია და ამოცანაა თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი, პერიოდული განახლება და ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოება.

6. თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის - განყოფილების ფუნქცია და ამოცანაა ერთი პირის ან ერთი ოჯახისათვის თავშესაფრის მაძიებელ პირთა მიმღებ ცენტრში საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა და გასახლება მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული მიმღებ ცენტრში განთავსების, ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების  წესის შესაბამისად.

7. მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) მიგრაციის საკითხებზე საქართველო – ევროკავშირს შორის მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობა სამინისტროს სახელით;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელით მონაწილეობა „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ საქართველო – ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების იმპლემენტაციაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელით მონაწილეობა „ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ“ საქართველო – ევროკავშირს შორის   ხელმოწერილი ხელშეკრულების საიმპლემენტაციო კომიტეტში;

დ) სამინისტროს სახელით „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის“ მუშაობაში მონაწილეობის მიღება და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელით მონაწილეობა „მიგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და მისი შემდგომი განხორციელების პროცესში;

ვ) სამინისტროს სახელით კოორდინაციის გაწევა „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში“  შექმნილ „სარეინტეგრაციო საქმიანობის კონსოლიდაციის“  სამუშაო ჯგუფისათვის;

ზ) სამინისტროს „მიგრანტთა საინფორმაციო – საკონსულტაციო ცენტრების“ მუშაობის  კოორდინირება გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში;

თ) მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებაზე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;

ი) ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების   საზოგადოებაში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა;

კ) არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით პოტენციური მიგრანტებისთვის კონსულტაციის გაწევა დანიშნულების ქვეყნებში მათი უფლებებისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ;

ლ) საინფორმაციო კამპანიის წარმართვა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე „მიგრანტთა საინფორმაციო – საკონსულტაციო ცენტრების“ ფუნქციებისა და მომსახურების შესახებ;

მ) მიგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში მონაწილეობის მიღება სამინისტროს სახელით;

ნ) თანამშრომლობა მიგრაციის საკითხებზე მომუშავე დონორებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ო)  სამინისტროში მოსული ბენეფიციარისთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

პ) რეპატრიაციის საკითხთა რეგულირება, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ყოფილი სსრკ-ს მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა იდენტიფიკაციის, რეპატრიანტთა მონაცემთა ბაზის (საინფორმაციო ბანკის) შექმნა;

ჟ) რეპატრიანტთა ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესების წარმართვა და კოორდინაცია;

რ) რეპატრიაციასთან დაკავშირებული პროექტების შემუშავება და რეალიზებისათვის ხელშეწყობა;

ს) სამმართველოში შემოსული კორეპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;

ტ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე