დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის N22/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-45/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/07/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 17/07/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 470060000.22.035.016273 |
|
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებაში (სსმ III, 04.02.2004, №12, მუხლი 112) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების: |
ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“; |
ბ)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხა (დანართი №1) და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის წესები (დანართი №2).“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 (სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხა) და დანართი №2 (სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის წესები) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს. |
|
დანართი №1
|
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხა
1. თიორიდაზინი; 2. კლოფელინი (მხოლოდ თვალის წვეთები და ამპულები); 3. ნარკოტიკული საშუალებების შემცველი კომბინირებული პრეპარატები; 4. პროპანიდიდი; 5. ქლორპრომაზინი; 6. ტრიჰექსილფენიდილის ჰიდროქლორიდი; 7. ბაკლოფენი; 8. გაბაპენტინი; 9. დექსტრომეტორფანის შემცველი კომბინირებული პრეპარატები; 10. ზოპიკლონი; 11. ზალეპლონი; 12. ტროპიკამიდი.
შენიშვნა: ა) ამ ჩამონათვალს მიეკუთვნება მასში შეტანილი სამკურნალო საშუალებების ყველა წამლის ფორმა, ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით (თუ ჩამონათვალში სხვა რამ არ არის განსაზღვრული); ბ) ჩამონათვალს მიეკუთვნება მასში შეტანილ ნივთიერებათა იზომერები და მარტივი და რთული ეთერები, თუ ასეთის არსებობა შესაძლებელია; გ) ჩამონათვალს მიეკუთვნება მასში შეტანილ ნივთიერებათა იზომერებისა და მარტივი და რთული ეთერების მარილები, თუ ამგვარი მარილების არსებობა შესაძლებელია; დ) ჩამონათვალს მიეკუთვნება მასში შეტანილ ნივთიერებათა და მათი მარილების წამლის ფორმები (საქართველოში რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული) ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით, თუ ამგვარი წამლის ფორმების არსებობა შესაძლებელია; ე) ნარკოტიკული საშუალებების შემცველი კომბინირებული პრეპარატების ქვეშ იგულისხმება ის კომბინირებული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თანახმად „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა, არ მიეკუთვნება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიებს; ვ) ჩამონათვალი შეიძლება მოიცავდეს საქართველოში დაურეგისტრირებელ სამკურნალო საშუალებას. საქართველოს ბაზარზე მათი დაშვების შემთხვევაში, მათ მიმართ ავტომატურად ვრცელდება ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნები. |
დანართი №2 |
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის წესები
1. ამ ბრძანებით გათვალისწინებულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების (შემდგომში – სამკურნალო საშუალებები) წარმოების, იმპორტ-ექსპორტისა და რეალიზაციის უფლება აქვს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვაზე შესაბამისი უფლების მქონე პირს. 2. სამკურნალო საშუალებების იმპორტი და ექსპორტი ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ (შემდგომში - სააგენტო) მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტისა და ამავე სააგენტოს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული სანებართვო მოწმობის საფუძველზე. 3. ნებადართულია სამკურნალო საშუალებების საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით, საწყობში/ტერმინალში განთავსება. 4. იმპორტისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების საქართველოში შემოტანა და საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით, საწყობში/ტერმინალში განთავსება, ნებადართულია სააგენტოს მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მოქმედების ვადით. 5. იმ სამკურნალო საშუალებების, რომლებიც არ არის განკუთვნილი იმპორტისათვის, საქართველოში შემოტანა და საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით საწყობში/ტერმინალში განთავსება ხორციელდება წინასწარი შეთანხმებისა და ნებართვის მოწმობის გარეშე. 6. სამკურნალო საშუალებებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფსიქოტროპული ნივთიერებებისათვის დადგენილი კონტროლის რეჟიმი და ლეგალური ბრუნვის წესები. 7. სამკურნალო საშუალებების გამოწერა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ,,სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული არანარკოტიკული სამკურნალო საშუალებების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის“ ფორმა №2 რეცეპტის ბლანკზე. ავადმყოფის ამბულატორიულ ბარათში სათანადო ჩანაწერით ფიქსირდება ფორმა №2 რეცეპტის ბლანკის ნომერი და წამლის დანიშვნის დასაბუთება. 8. ყველა სახელმწიფო ორგანო და პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამკურნალო საშუალებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობას ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სააგენტოს. |
დოკუმენტის კომენტარები