დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის კომპლექსური კვლევითი და სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1772 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 19/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1772
2012 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის კომპლექსური კვლევითი და სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის კომპლექსური კვლევითი სამუშაოები (მათ შორის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, ქვის მასალის კვლევა და ა.შ.) და მათ საფუძველზე ჩასატარებელ საპროექტო და საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, წლიური ბიუჯეტით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები