დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის – საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1705 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 06/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1705
2012 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის – საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებით კავშირს (ს/კ 204898691) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადით გადასცეს დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთან – საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებით კავშირთან უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები