დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ერთობლივი პროექტის „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციონალური განვითარება“ საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1698 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 06/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1698
2012 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ერთობლივი პროექტის „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციონალური განვითარება“ საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ერთობლივი პროექტის „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციონალური განვითარება“ საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შესყიდვების განხორციელებისას გამოყენებულ იქნეს ევროკავშირის 2004/18/EC დირექტივით გათვალისწინებული პროცედურები, როგორც ეს მითითებულია ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მე-4 დანართში.
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები