„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 17/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 20/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 220090000.19.012.016039
1
17/06/2014
ვებგვერდი, 19/06/2014
220090000.19.012.016039
„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №1

2014 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“   საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით (სსმ, ვე–გვერდი, 220090000.19.012.016024, 23.01.2012 წ.) დამტკიცებული დებულების:

 1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ბანკის მიერ საკორესპონდენტო ურთიერთობების დამყარება

1. ბანკებმა საერთაშორისო საკორესპონდენტო და სხვა მსგავსი ურთიერთობების დამყარებისას, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისა, უნდა მოიძიონ საკმარისი ინფორმაცია რესპონდენტი ბანკის საქმიანობის არსის შესახებ, ასევე საჯარო წყაროებიდან უნდა შეამოწმონ რესპონდენტი ბანკის რეპუტაცია და მასზე განხორციელებული ზედამხედველობის ხარისხი, ადეკვატურობა და ეფექტურობა, მათ შორის, დაადგინონ წარმოადგენს თუ არა იგი მონიტორინგის განმახორციელებელ პირს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნებისთვის. ასევე ბანკებმა უნდა დაადგინონ, ჰქონდა თუ არა ადგილი რესპონდენტი ბანკის მიმართ გამოძიებას ან მარეგულირებელი უწყების გადაწყვეტილებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტებთან დაკავშირებით.

2. ბანკებმა უნდა მოითხოვონ რესპონდენტი ბანკისგან ინფორმაცია მის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნებისთვის შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით და შეაფასონ კონტროლის ხარისხი.

3. დაუშვებელია საერთაშორისო საკორესპონდენტო ურთიერთობების დამყარება ბანკის დირექტორატის (კურატორი დირექტორის) თანხმობის გარეშე.

4. ბანკებს ეკრძალებათ ფიქტიურ ბანკებთან საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარება. საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარებამდე ან ასეთი ურთიერთობების გაგრძელებამდე ისინი ვალდებულნი არიან, მიიღონ გონივრული ზომები

რათა დარწმუნდნენ, რომ რესპონდენტი ბანკი:

 ა) არ მიეკუთვნება ფიქტიური ბანკის კატეგორიას;

 ბ) არ აქვს ფიქტიურ ბანკთან საქმიანი ურთიერთობა, მათ შორის, არ უშვებს ფიქტიური ბანკების მიერ მისი ანგარიშების გამოყენებას.

5. საკორესპონდენტო ურთიერთობების დამყარებისას მკაფიოდ უნდა განისაზღვროს თითოეული მხარის ვალდებულებები.“.

 2. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, ბანკის უფლებამოსილი კურიერის მიერ, ხოლო თუ საკურიერო მომსახურების გამოყენება შეუძლებელია – ფოსტის საშუალებით, შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი ბანკის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი - 0105, საქართველო, თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2, აღნიშნული გრიფით „კონფიდენციალური“.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსიმიხეილ როინიშვილი