დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის მიერ ნარკომანიით დაავადებულ პირთა სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1684 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 05/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1684
2012 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის მიერნარკომანიით დაავადებულ პირთა სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრმა ნარკომანიით დაავადებულ პირთა სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისათვის საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის მართვა“ პროგრამით (პროგრამული კოდი – 35 01 12) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები