დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმის ორგანიზების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1622 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 22/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1622
2012 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმის ორგანიზების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე
ქ. ბათუმში 2012 წლის სექტემბერში დაგეგმილი საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმის ორგანიზების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ:
ა) უზრუნველყოს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა;
ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 32 05 02).
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები