დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სარგებლობაში მყოფი უძრავი ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის სარგებლობაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1617 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 20/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1617
2012 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სარგებლობაში მყოფი უძრავი ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის სარგებლობაში გადაცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის საფუძველზე, ქ. ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზ. №22-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 03.01.22.050) მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სარგებლობაში მყოფი შენობა-ნაგებობიდან 773 კვ.მ სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივ მაუწყებელს 10 წლის ვადით და წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 60 000 ლარის ოდენობით.
2. ეთხოვოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები