სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1614
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 20/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1614
20/08/2012
გამოუქვეყნებელი, 20/08/2012
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1614

2012 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2012 წლის 10 აგვისტოს №05/17348) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონე-ბის სახით შემდეგი სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ:

ა) წალენჯიხაში, ს. საჩინოში მდებარე მოსაცდელი 6.938 კვ.მ გაშენების ფართობითა და მასზე დამაგრებული 13 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №47.08.38.127);

ბ) წალენჯიხაში, ს. საჩინო-ნაგურუში მდებარე №01 მოსაცდელი 5.93 კვ.მ გაშენების ფართობითა და მასზე დამაგრებული 13 კვ.მ არასასოფლო-2 სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №47.08.34.003);

გ) წალენჯიხაში, ს. საჩინოში მდებარე №01 მოსაცდელი 5.366 კვ.მ გაშენების ფართობითა და მასზე დამაგრებული 13 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №47.08.38.126);

დ) წალენჯიხაში, ს. საჩინოში მდებარე №01 მოსაცდელი 4.561 კვ.მ გაშენების ფართობითა და მასზე დამაგრებული 8 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №47.08.40.013).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი