დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

  • Word
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1619
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 20/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1619
20/08/2012
გამოუქვეყნებელი, 20/08/2012
000000000.00(0).000.000000
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1619

2012 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, დიასპორული ორგანიზაციებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მხარდაჭერის მიზნით დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივლისის №1465 განკარგულების „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს:

ა) ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების შესყიდვა და შესყიდული საქონლის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მათი უსასყიდლოდ, არსებობის ვადით, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემა ამავე დანართით გათვალისწინებული დიასპორული ორგანიზაციებისათვის, ქართული საკვირაო სკოლებისათვის, შემოქმედებითი კოლექტივებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის;

ბ) საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიაში შემავალ ქვეყნებში (ავსტრია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ესპანეთი, შვეიცარია) კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების (სამრევლო და საკვირაო სკოლების, შემოქმედებითი წრეების ჩამოყალიბება, ქართული კულტურული და სულიერი ტრადიციების ხელშეწყობა) რეალიზაციისა და ეპარქიის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარის გადარიცხვა დასავლეთ ევროპის ეპარქიისათვის;

გ) საბერძნეთის ქართული დიასპორის სულიერი და კულტურული ტრადიციების შენარჩუნებისა და განმტკიცების მიზნით მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს საპატრიარქოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის სასულიერო პირების საბერძნეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისა და ათენსა და სალონიკში თანამემამულეებისათვის ღვთისმსახურების შესრულების ფინანსური უზრუნველყოფისათვის 10 000 (ათი ათასი) ლარის გადარიცხვა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიისათვის.

2. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით დადგენილი წესით უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                    ი. მერაბიშვილი