„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29912
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 12/06/2014
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2014
ძალაში შესვლის თარიღი 12/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016283
  • Word
29912
12/06/2014
ვებგვერდი, 18/06/2014
000000000.00.00.016283
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის

ბრძანება 29912

2014 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის დებულების“ (დანართი №4):

ა) მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ახალი და არსებული ავტომატიზებული სამუშაო ადგილების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებთან ერთად ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;“

ბ) მე-5 მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 მუხლის:

გ.ა) მე-4 პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ბ) 41 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2 . „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულება“ (დანართი №9) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №9

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მომსახურების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.

2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი.

5. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას 68ა/სიმონ ჩიქოვანის №2.

    მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, შემოსავლების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ურთიერთობა მესამე პირებთან

1. დეპარტამენტი შემოსავლების სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოა.

2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს სახელით.

3. დეპარტამენტი დამოუკიდებელია თავისი მოვალეობის შესრულებისას და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.

    მუხლი 4. უფლებამოსილების დელეგირება

1. ცალკეული საკითხის გადაწყვეტისას დეპარტამენტის უფროსის მიერ შესაძლებელია დეპარტამენტის თანამშრომელზე დელეგირებულ იქნეს უფლებამოსილება.

2. დეპარტამენტის თანამშრომელს ეკრძალება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის დაკისრებული ვალდებულების ან მინიჭებული უფლებამოსილების სხვა თანამშრომლისათვის გადაცემა.

    მუხლი 5. დეპარტამენტის ფუნქციები

1. დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა) აქციზური მარკების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების, ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების ლუქების გაცემას;

ბ) აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემას, ნებართვაში ცვლილების შეტანას, ნებართვის გაუქმებას. წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობის შეთანხმებას. აზარტული და მომგებიანი თამაშობების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას;

გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვას;

დ) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებას და გაუქმებას;

ე) საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებას და გაუქმებას. იურიდიული პირისათვის ტურისტული საწარმოს სტასუსის მინიჭებას და გაუქმებას;

ვ) იურიდიული პირისთვის სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში. სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემას. სპეციალური სავაჭრო ზონების ერთიანი შიდასაუწყებო რეესტრის წარმოებას;

ზ) ფიზიკური პირისთვის მიკრობიზნესის სტატუსის, მეწარმე ფიზიკური პირისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის და პირისთვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას და გაუქმებას;

თ) მიკრობიზნესის და მცირე ბიზნესის, ასევე ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენას;

) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენასთან, ჩამორთმევასთან და გაუქმებასთან, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან, გადასახადის გადამხდელისათვის მსხვილი გადამხდელის სტატუსის მინიჭებასთან და გაუქმებათან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას;

კ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოებას. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე შესაბამისი ცნობების გაცემას;

ლ) გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას, გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოებას, გადასახადის გადამხდელთა შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღებას და გაცემას;

მ) დაინტერესებული პირისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევას. გადასახადის გადამხდელისთვის პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების გაწევას;

) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემას;

) საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოებას;

) დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების მინიჭებას და გაუქმებას. უფლებამოსილი გამყიდველის თაობაზე ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეტანას;

) ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი აქციზური მარკების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით;

) შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას.  გადასახადის გადამხდელთათვის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული დახმარების ადგილზე გაწევას;

) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურებას;

) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების უზრუნველყოფას;

) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის ინფორმაციის მიწოდებას;

) საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის ინფორმაციის მიწოდებას;

) საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა წარმოებას;

) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებების და მითითებების შესრულებას, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

2 . დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.

3 . დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას.

4 . დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და სტრუქტურული ქვედანაყოფები, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან შემოსავლების სამსახურში მიმდინარე საგადასახადო ან სხვა დავებთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადებას და შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის ან შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდებას.

5 . პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების (მათ შორის, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით მომხმარებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის მომზადების) სწრაფად და ეფექტურად გაწევის მიზნით:

ა) დეპარტამენტის უფროსი განსაზღვრავს საკონსულ აციო საბჭოს წევრის (დეპარტამენტის თანამშრომლის) კანდიდატურას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსს;

ბ) დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე უშუალოდ ახორციელებს პირადი საგადასახადო მრჩევლის მიერ საკონსულტაციო საბჭოს წევრის წინაშე დასმული საკითხის შესწავლისა და დამუშავების კოორდინაციას, დეპარტამენტის პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით;

გ) საკონსულტაციო საბჭოს წევრი ვალდებულია, კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივად უზრუნველყოს მრჩევლის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, ანალიზი და მიწოდება, აგრეთვე მათთვის კონსულტაციის გაწევა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან საბოლოო პოზიციის შეთანხმება.

    მუხლი 6. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს მომსახურების დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

4. დეპარტამენტის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას. საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის და დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შესაბამისი ფუნქციების შესრულების თაობაზე;

დ) იღებს გადაწყვეტილებებს გადამხდელთა მომსახურების და დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების ორგანიზების, მომზადებისა და განხორციელების შესახებ;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული სამართალდა ღვევის ოქმის განხილვის შედეგებზე;

) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

) ცვლის, ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობს დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;

   კ ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის დეპარტამენტის უფროსის სათათბირო ორგანოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას;

) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ასრულებს  დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

    მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) გადამხდელთა მომსახურების სამმართველო;

ბ) საკონსულტაციო სამმართველო;

გ) პირადი საგადასახადო მრჩევლების სამმართველო;

) მონაცემთა დამუშავების სამმართველო;

ე) გადამხდელთა მოთხოვნების დამუშავების სამმართველო;

ვ) უბნის ოფიცერთა სამმართველო;

2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) გადამხდელთა მომსახურების სამმართველო:

ა.ა ) ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი;

ა.ბ) ისანი-სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვისცენტრი;

ა.გ ) დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრი;

ა.დ ) გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრი;

ა.ე ) მცხეთის სერვისცენტრი;

ა.ვ ) რუსთავის სერვისცენტრი;

ა.ზ ) მარნეულის სერვისცენტრი;

ა.თ ) თელავის სერვისცენტრი;

ა.ი ) გორის სერვისცენტრი;

ა.კ ) ახალციხის სერვისცენტრი;

ა.ლ ) ზესტაფონის სერვისცენტრი;

ა.მ ) ქუთაისის სერვისცენტრი;

ა.ნ ) ოზურგეთის სერვისცენტრი;

ა.ო ) ფოთის სერვისცენტრი;

ა.პ ) ზუგდიდის სერვისცენტრი;

ა.ჟ ) ბათუმის სერვისცენტრი.

) საკონსულტაციო სამმართველო:

ბ.ა) საინფორმაციო- სატელეფონო ცენტრი;

) უბნის ოფიცერთა სამმართველო:

.თბილისის 1  სექტორი;

.თბილისის 2  სექტორი;

.თბილისის 3  სექტორი;

.თბილისის 4  სექტორი;

.თბილისის 5  სექტორი;

გ.ვ) თბილისის 6 სექტორი;

. ) მცხეთა - მთიანეთის სექტორი;

. ) ქვემო ქართლის სექტორი;

. ) შიდა ქართლის სექტორი; 

. ) კახეთის სექტორი;

. ) სამცხე - ჯავახეთის სექტორი;

. ) იმერეთისა და რაჭა - ლეჩხუმის სექტორი;

. ) სამეგრელო - ზემო სვანეთის სექტორი; 

. ) გურიის სექტორი;

. ) ფოთის სექტორი;

. ) აჭარის სექტორი.

    მუხლი 8. გადამხდელთა მომსახურების სამმართველო

გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ორგანიზების პროცესის კოორდინაცია, გადამხდელთა მომსახურების სრულყოფასა და გამარტივებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;

) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის სრულყოფის მიზნით, სათანადო ორგანოებიდან ინფორმაციის მიღება, გადამხდელთა სარეგისტრაციო ბაზასთან შედარება და ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების მიღება;

) დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის (Tax Free) გაცემის უფლების მინიჭებასთან/გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და უფლებამოსილი გამყიდველის თაობაზე ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეტანა. უფლებამოსილი გამყიდველის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის XIX1   თავით   გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას, შესაბამისი რეაგირება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

) კომპეტენტური ორგანოების მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის განხილვისას, სათანადო მომართვის საფუძველზე, შესაბამის პირთა საგადასახადო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მომზადება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მიწოდება;

) ბანკის და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი ორგანიზაციებიდან ინფორმაციის მიღება უცხოური საწარმოს ან/და არარეზიდენტი ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშების შესახებ და შესაბამისი რეესტრის წარმოება;

) ქონების გადასახადის, აქციზის გადასახად ს და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების თაობაზე მიღებული ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში ასახვა;

) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და  ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების ბეჭდვის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში წარსადგენად, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე მათი გაცემის უზრუნველყოფა და შესაბამისი ინფორმაციის ასახვა ელექტრონულ ბაზაში;

) ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების ლუქების შეძენის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში წარსადგენად, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე მათი გაცემის უზრუნველყოფა და შესაბამისი ინფორმაციის ასახვა ელექტრონულ ბაზაში;

) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილი საქონლის შეფუთვაზე დასაკრავი სპეციალური წებოვანი სტიკერების (Tax Free-ს სტიკერი) და ფირნიშების შეძენის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში წარსადგენად, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე მათი გაცემის უზრუნველყოფა;

) აქციზური მარკების გაცემის ორგანიზება, აქციზური მარკების გაცემაზე ინფორმაციის დამუშავება, აქციზური მარკების ბეჭდვასა და მოწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი, აქციზური მარკების დიზაინზე და დამცავ ნიშნებზე წინადადებების მომზადება, აქციზური მარკებით პროდუქციის ნიშანდების წესის განსაზღვრაზე წინადადებების მომზადება;

) ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი აქციზური მარკების ნიშანდება იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით;

) აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან, წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობასთან, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ობიექტის ადგილმდებარეობაში ცვლილების განხორციელებასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. აზარტული და მომგებიანი თამაშობების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;

) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ელექტრონულად გაცემა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვა;

) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წინასწარ გეგმასთან შედარება და ანალიზი. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარების/გრანტის სტატუსით იმპორტირებული საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების/გრანტის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;

) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენასთან, გაუქმებასთან და ჩამორთმევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. შესაბამისი მოწმობის გაცემა და საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრის წარმოება. საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით   გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;

) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. რეზიდენტობის ცნობის გაცემა;

) შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების მონაწილეზე ან წილის მფლობელზე, საოპერაციო კომპანიაზე, ტვირთის გამგზავნზე ან მათ აფილირებულ პირზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა, ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ცნობების გაცემა. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოება;

) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის, სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის, ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და შესაბამისი რეესტრების წარმოება. იურიდიული პირისთვის სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში. სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა. სპეციალური სავაჭრო ზონების ერთიანი შიდასაუწყებო რეესტრის წარმოება;

) გადასახადის გადამხდელისათვის მსხვილი გადამხდელის სტატუსის მინიჭებასთან და გაუქმებათან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;

) ბანკის და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი ორგანიზაციებიდან ინფორმაციის მიღება უცხოური საწარმოს ან/და არარეზიდენტი ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშების შესახებ და შესაბამისი რეესტრის წარმოება;

) მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;

) დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და წარდგენა;

) TIR რეჟიმში გაწევრიანებასა და TIR მფლობელის სტატუსის მაძიებელი პირისათვის არსებული მონაცემების საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციაში წარსადგენად;

) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით შემოსული განცხადებების დამუშავება და დადგენილი წესით სათანადო პასუხების მომზადება;

) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ძ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციები;

წ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს სერვისცენტრების ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვა (გარდა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა), საგადასახადო აღრიცხვაში ცვლილებების შეტანა და გადასახადის გადამხდელებზე რეგისტრაციისათვის აუცილებელი სარეგისტრაციო ფორმების გაცემა;

ბ) ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების ლუქების მოთხოვნაზე განაცხადის მიღება და გადასახადის გადამხდელზე ლუქების გაცემა;

გ) დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება;

დ) საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაცია/რეგისტრაციიდან მოხსნა და საკონტროლო-სალარო აპარატისთვის „დაკარგულის“ სტატუსის მინიჭება;

ე) გადასახადის გადამხდელთა უზრუნველყოფა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით;

ვ) საგადასახადო დეკლარაციების და კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგების სხვა ფორმების მიღება, დაპაკეტება და კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე გადაგზავნა. ასევე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიღება და მონაცემთა დამუშავების სამმართველოში გადაგზავნა;

ზ) საგადასახადო დეკლარაციის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღება და მონაცემთა დამუშავების სამმართველოში გადაგზავნა;

თ) გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწაზე ქონების გადასახადის შესახებ ინფორმაციის მიღება, სათანადო დასკვნის მომზადება და მონაცემთა დამუშავების სამმართველოში გადაგზავნა;

ი) გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტების გაფორმება;

კ) ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის განხორციელების მიზნით, გადასახადის გადამხდელისაგან წარდგენილი განცხადების მიღება და შესაბამისი რეაგირება;

ლ) შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნების დალუქვა;

მ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილი საქონლის შეფუთვაზე დასაკრავი სპეციალური წებოვანი სტიკერების და ფირნიშების მოთხოვნაზე განაცხადის მიღება,  Tax Free-ს სტიკერების და ფირნიშების გაცემა;

ნ) ნავთობპროდუქტების სტაციონარული ობიექტების რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვადის გაგრძელება და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა;

ო) ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების გაცემა;

პ) ელექტრონულად წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების დამოწმებული ასლის გაცემა;

ჟ) ფიზიკურ პირებზე შეცდომით მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის გაუქმება და პირადი აღრიცხვის ბარათების გაერთიანება;

რ) სავარაუდო წესით დარიცხული თანხების მოხსნის თაობაზე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული განცხადების განხილვა, სათანადო წესით დასკვნის გაფორმება და კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე გადაგზავნა;

ს) გადასახადის გადამხდელისათვის მიკრობიზნესის და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და მინიჭებული სტატუსის გაუქმება. გადასახადის გადამხდელისათვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება და მინიჭებული სტატუსის გაუქმება, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის ასახვა;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირების განცხადებების მიღება და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) დარეგისტრირება;

უ) ფიზიკურ პირთა ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის თაობაზე განცხადების მიღება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

ფ) დღგ-სგან გათავისუფლებულ ოპერაციებზე დაბეგვრის უფლების გამოყენების თაობაზე განცხადების მიღება;

ქ) გასაუქმებლად წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისთვის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) „გაუქმებულის“ სტატუსის მინიჭება და გაუქმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის წარდგენა;

ღ) დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევა;

ყ) გადასახადის გადამხდელის მომსახურების პროცესში წარმოშობილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი გადაწყვეტის მიზნით, შესაბამისი რეაგირება;

შ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

3. სერვისცენტრი ვალდებულია უზრუნველყოს ამ დებულებით მის კომპეტენციაში შემავალი მომსახურების გაწევა ნებისმიერი გადასახადის გადამხდელისთვის, მიუხედავად ამ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის/სახელმწიფო რეგისტრაციის ადგილისა.

    მუხლი 9. საკონსულტაციო სამმართველო

1. საკონსულტაციო სამმართველოს ფუნქციებია:

ა) დაინტერესებული პირის მიმართვის (წერილობითი/ზეპირი) საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო ხასიათის განმარტების (წერილობითი/ზეპირი) გაცემა;

ბ) დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევა ელექტრონული კომუნიკაციების (ვებგვერდი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი) მეშვეობით;

გ) საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელებთან განმარტებითი მუშაობის წარმოება „ფორუმის“ და „ღია კარის დღის“ პრინციპით;

დ) გადასახადების ადმინისტრირების პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება და პროგრამული სიახლის გადასახადის გადამხდელებამდე დაყვანა;

ე) საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომის დანერგვის მიზნით დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისათვის განმარტებითი მითითებების შემუშავება და მიწოდება;

) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

თ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციები;

ი) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრის ფუნქციებია:

) დაინტერესებული პირისათვის საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით;

) გადასახადის გადამხდელთა ინფორმირება შემოსავლების სამსახურში მიმდინარე პროცესებზე სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით;

) საგადასახადო კანონმდებლობის პროცედურულ საკითხებზე გადასახადის გადამხდელებისათვის ინფორმაციის მიწოდება სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით;

) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 10. პირადი საგადასახადო მრჩევლების სამმართველო

1. პირადი საგადასახადო მრჩევლების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) დაინტერესებულ პირსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირადი საგადასახადო მრჩევლის უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად, დროულად, მაღალ პროფესიულ დონეზე და სრულად შესრულების ორგანიზება, კერძოდ:

ა.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ უფლებათა განხორციელებისას და დაწესებულ ვალდებულებათა შესრულებისას გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობა;

ა.ბ) პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირადი საგადასახადო მრჩევლის უფლება-მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებლი პირის კორესპონდენციის განხილვა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების მომზადება;

დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. პირადი საგადასახადო მრჩევლების სამმართველო აგრეთვე ახორციელებს ამ დებულების მე-8 მუხლის მე- 2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას იმ გადასახადის გადამხდელთა მიმართ, ვისაც შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული აქვს პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების ხელშეკრულება.

3. პირადი საგადასახადო მრჩევლების სამმართველო კომპეტენცია განისაზღვრება „Privé სერვისის განხორციელების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად.

4. პირადი საგადასახადო მრჩევლების სამმართველო აგრეთვე უზრუნველყოფს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულებას.

    მუხლი 11. მონაცემთა დამუშავების სამმართველო

მონაცემთა დამუშავების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ხაზინიდან ინფორმაციის მიღება გადასახადის გადამხდელების/სხვა ვალდებული პირების მიერ შესაბამის ბიუჯეტებში ჩარიცხული გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ და აღნიშნული მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

ბ) გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვა და აღრიცხვა გადასახადების სახეების მიხედვით;

გ) საგადასახადო დეკლარაციების, ანგარიშგების სხვა ფორმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

დ) შემოსავლების სამსახურიდან და მისი სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღება გადასახადის გადამხდელთა მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და საგადასახადო ვალდებულებების შესახებ, მათი მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შეტანა;

ე) თანხის დარიცხვის/შემცირების თაობაზე სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის მომზადება და მონაცემთა ბაზაში ასახვა;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება;

ზ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ელექტრონული ბაზის მონიტორინგი;

თ)  გასაუქმებლად წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) „გაუქმებულის“ სტატუსის მინიჭება და გაუქმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის წარდგენა;

ი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოვლენილი დარღვევების თაობაზე წარუდგენელი/წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის მომზადება და სავარაუდო დარიცხვის განხორციელება;

კ) საგადასახადო დეკლარაციების, ანგარიშგების სხვა ფორმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საჭიროებისამებრ დაპაკეტება;

ლ) გადასახადის გადამხდელთა საკუთრებაში არსებულ, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწაზე ქონების გადასახადის შესახებ ინფორმაციის მიღება და მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევების გამოვლენისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით შემოსული განცხადებების დამუშავება და დადგენილი წესით სათანადო პასუხების მომზადება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ჟ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 12. გადამხდელთა მოთხოვნების დამუშავების სამმართველო

გადამხდელთა მოთხოვნების დამუშავების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნების ან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დროს დაშვებული შეცდომის გასწორების მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ შეცდომით გადახდილი თანხების გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრისთვის;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე არსებული ზედმეტობების (გადასახადების) გადატანა სხვა გადასახადების ანგარიშზე ან მათი დაბრუნება გადასახადის გადამხდელთათვის;

დ) სახელმწიფო ხაზინიდან ინფორმაციის მიღება გადასახადის გადამხდელების/სხვა ვალდებული პირების მიერ შესაბამის ბიუჯეტებში ჩარიცხული გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ და აღნიშნული მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

ე) დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგის მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

ვ) თანხის დარიცხვის/შემცირების თაობაზე სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის მომზადება და მონაცემთა ბაზაში ასახვა;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ი) „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ განხილვისას აღმოჩენილ დარღვევებზე სათანადო წესით გაფორმებული დასკვნების მომზადება და სავარაუდო დარიცხვების განხორციელება, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში;

კ) მონაცემთა ბაზებიდან სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ინფორმაციის მომზადება;

ლ) საგადასახადო მონაცემთა ელექტრონულ ბაზებთან მომხმარებლის დონეზე დაკავშირება, დამუშავება, სისტემატიზაცია და ფორმირება;

მ) განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების შესახებ ცნობის გაცემა;

ნ) განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების შესახებ ცნობის გაცემა შეღავათის შემთხვევაში;

ო) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის ფაქტის არსებობა/არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემა;

პ) დიპლომატიურ ტვირთზე საგადასახადო შეღავათის გავრცელების შესახებ ცნობის გაცემა;

ჟ) ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;

რ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშების მიღება, კომპეტენციის ფარგლებში მათი სისტემატიზაცია;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით შემოსული განცხადებების დამუშავება და დადგენილი წესით სათანადო პასუხების მომზადება;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ფ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 13. უბნის ოფიცერთა სამმართველო

1. უბნის ოფიცერთა სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება;

ბ) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების უზრუნველყოფა;

გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვა;

დ) გადასახადის გადამხდელთათვის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული დახმარების ადგილზე გაწევა;

ე) შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;

ვ) მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული წესის დარღვევის გამოვლენა და კონტროლი;

ზ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესის დარღვევის გამოვლენა და კონტროლი;

თ) საგადასახადო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის ინფორმაციის მიწოდება;

ი) გადასახადის გადამხდელისათვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა, მინიჭებული სტატუსის გაუქმება და ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენა და კონტროლი;

კ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელთა მიმართ დათვალიერების პროცედურის ჩატარება;

ლ) შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ინფორმაციის დამუშავება, რისკების განსაზღვრა და გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი გაფრთხილების მიცემა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ნ) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) დარეგისტრირება;

ო) გადასახადის გადამხდელის მიერ საქმიანობის შეწყვეტის ან/და დროებითი შეჩერების შესახებ განცხადებით მომართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შეწყვეტის ან/და დროებითი შეჩერების ფაქტის გადამოწმება ადგილზე გასვლით; 

პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ჟ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება;

2. უბნის ოფიცერთა სამმართველოს თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.

3. უბნის ოფიცერთა სამმართველო თავის ფუნქციებს ახორციელებს სექტორების მეშვეობით.

4. თბილისის №1 სექტორის ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ბ) უბნის ოფიცერთა სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ზოგადი ანალიზი.

5. უბნის ოფიცერთა სამმართველოს სექტორებს სამოქმედოდ განესაზღვროს შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

ა) თბილისის №2 სექტორის სამოქმედო ტერიტორია - ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ბ) თბილისის №3 სექტორის სამოქმედო ტერიტორია  ქ. თბილისის დიდუბე  -  ჩუღურეთის  რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

გ) თბილისის №4 სექტორის სამოქმედო ტერიტორია   ქ. თბილისის ძველი  თბილისის  რაიონისა  და  დიდგორის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

დ) თბილისის №5 სექტორის სამოქმედო ტერიტორია   ქ. თბილისის ვაკე  -  საბურთალოს  რაიონის  ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ე) თბილისის №6 სექტორი სექტორის სამოქმედო ტერიტორია   ქ. თბილისის ისანი  -  სამგორის  რაიონის  ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ვ) მცხეთა-მთიანეთის  სექტორის სამოქმედო ტერიტორია – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ზ) ქვემო ქართლის სექტორის სამოქმედო ტერიტორია   თვითმმართველი ქალაქი რუსთავის, აგრეთვე მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, წალკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

თ) შიდა ქართლის სექტორის სამოქმედო ტერიტორია – გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის მუნიციპალიტეტების, ქ. ცხინვალის, ქურთას, ერედვის, თიღვის, ყორნისის, ახალგორის, ჯავის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ი) კახეთის სექტორის სამოქმედო ტერიტორია   თელავის, ახმეტის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

კ) სამცხე-ჯავახეთის სექტორის სამოქმედო ტერიტორია   ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ლ) იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სექტორის სამოქმედო ტერიტორია  – თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის, აგრეთვე წყალტუბოს, ჭიათურის, ტყიბულის, ბაღდათის, ზესტაფონის, სამტრედიის, თერჯოლის, ხარაგაულის, საჩხერის, ვანის, ხონის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

მ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სექტორის სამოქმედო ტერიტორია    თვითმმართველი ქალაქი ზუგდიდის, აგრეთვე ჩხოროწყუს, მესტიის, ხობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ნ) აჭარის სექტორის სამოქმედო ტერიტორია   თვითმმართველი ქალაქი ბათუმის, აგრეთვე ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის, ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ო) გურიის სექტორის სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

პ) ფოთის სექტორის სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ ფოთის, აბაშის, სენაკის, მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში.“.

3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10):

 

ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის “დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

ბ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. მიმდინარე კონტროლის სამმართველო

მიმდინარე კონტროლის სამმართველოს  ფუნქციებია:

ა) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის პროცედურების, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვის/საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების, ქრონომეტრაჟის, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის განხორციელებისთვის გადასახადის გადამხდელის ობიექტის/ობიექტების შესახებ სათანადო მონაცემების შეგროვება და მათი წინასწარი გაცნობა;

ბ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის პროცედურების, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვის/საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების, ქრონომეტრაჟის, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის განხორციელება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;

დ) საგადასახადო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადება და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარდგენა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-7 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ოპერატიული მართვისა და სპეციალური ტექნიკის სამმართველო;“;

ა.ბ) მე-2 პუნქტის „ა.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“:

ბ.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განყოფილება.“.

ბ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. ოპერატიული მართვისა და სპეციალური ტექნიკის სამმართველო

ოპერატიული მართვისა და სპეციალური ტექნიკის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება კავშირის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ტელეფონი, რადიოკავშირი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი და სხვა), აგრეთვე მათთვის კონსულტაციის გაწევა საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე;

ბ) შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთა დაშვებისა და დაშვების გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და სისტემაში სამუშაოდ საჭირო სხვა ცვლილებების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება (მათ შორის, აუდიო-ვიდეოკონტროლის საშუალებების მეშვეობით), დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;

დ) საბაჟო კონტროლის ზონაში გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის დამუშავება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) განთავსების მიზნით;

ე) საგადასახადო ორგანოებში არსებული ვიდეოკამერებისა და სპეციალური ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

ვ) დეპარტამენტში საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის უზრუნველყოფა შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;

ზ) საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და შესაბამისი ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება დეპარტამენტის უფროსისათვის;

თ) დეპარტამენტის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანების) რეგისტრაციისა და შემსრულებლამდე დაყვანის უზრუნველყოფა;

ი) შემოსული და გასული კორესპონდენციის სათანადო დამუშავება და კონტროლი შემოსული კორესპონდენციის მოძრაობაზე;

კ) გზათსარგებლობის საფასურის ბარათების ბეჭდვის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში წარსადგენად; ბარათების რეალიზატორ პირებზე ბარათების გაცემისა და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფა, გაცემული ბარათების აღრიცხვა და რეალიზაციის კონტროლი;

ლ) გადასახადის გადამხდელებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დასმულ, დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ პრობლემატურ საკითხებზე პერიოდული შეხვედრებისა და ფორუმების ორგანიზება;

მ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

შემოსავლების სამსახურის

უფროსი                                                    ი. გვარამაძე