დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 ოქტომბრის N134/01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 17/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/06/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016137 |
|
„კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 ოქტომბრის №134/01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 ოქტომბრის 134/01 ბრძანებით (სსმ III, 25.10.2010 N137 მუხ. 1994) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) ზოგად ანგარიშგებაში განსაზღვრული სტანდარტული აუდიტის განხორციელებისას ამ ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევების აღმოჩენისას დაუყოვნებლივ ეროვნულ ბანკს უნდა მიაწოდოს: ბ.ა) ინფორმაცია, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საბანკო ლიცენზიის ერთ-ერთი მოთხოვნის შეუსრულებლობის თაობაზე; ბ.ბ) ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე პირებთან კონფლიქტის შესახებ; ბ.გ) ინფორმაცია ნორმატიული აქტების ან ბანკის წესდების მუხლების არსებითი დარღვევის თაობაზე; ბ.დ) ინფორმაცია აუდიტორის შესაძლო გადადგომის ან მისი მომსახურების შეწყვეტის შესახებ; ბ.ე) ინფორმაცია ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებში რაიმე სახის არსებითი ნეგატიური ცვლილების ან შესაძლო სამომავლო რისკების შესახებ“. 2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ამ მუხლის მიზნებისათვის გარე აუდიტორის მიერ ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მიწოდება არ ჩაითვლება კონფიდენციალობის დარღვევად.“. 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ბანკთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ნებისმიერ დროს, წერილობითი სახით მოითხოვოს დამატებითი ახსნა–განმარტებები აუდიტორისაგან, ჩატარდა თუ არა აუდიტი აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნება თუ არა ზოგადი ანგარიშგება ფასს–ს (ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკს მიაწოდოს ინფორმაცია მოთხოვნილი დამატებითი ახსნა-განმარტების შესახებ);“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები