შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“-სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

  • Word
შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“-სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 639
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/06/2014
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
639
05/06/2014
ვებგვერდი, 16/06/2014
შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“-სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №639

 

2014 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

 

შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბისათვის” საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის „ბ“ პუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 37-ე პუნქტისა და მე-13 მუხლის „ა“ პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №34/01 ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის ლიცენზირების, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:

1. გაიცეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბზე“ განუსაზღვრელი ვადით საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.

2. შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბ“-ზე სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე.

3. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

ვიცე-პრეზიდენტი                                                                  ოთარ ნადარაია