„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016282
60
13/08/2014
ვებგვერდი, 15/08/2014
120340000.22.026.016282
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №60

2014 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
 

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 120340000.22.026.016181, 30/04/2013) შეტანილ იქნეს ცვლილებები:

1. დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამმართველო ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.’’.

2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4.  სამმართველოს სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

1. სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მონიტორინგის განყოფილება;

ბ) სტატუსისა და ანალიზის განყოფილება;

გ) ჯავშანსატანკო განყოფილება;

დ) საინჟინრო და რადიაციულ/ქიმიურ/ბიოლოგიური დაცვის განყოფილება;

ე) საარტილერიო განყოფილება.

2. მონიტორინგის განყოფილება - სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით, უზრუნველყოფს გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახმელეთო ჯარების საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების განხორციელებას, ინსპექტირების გეგმების შემუშავებას და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების მონაცემთა ბაზის შექმნას.

3. სტატუსისა და ანალიზის განყოფილება - საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, უზრუნველყოფს გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახმელეთო ჯარების საბრძოლო მზადყოფნის შეფასებას და ანალიზს, საბრძოლო მზადყოფნის შეფასებისა და ანალიზის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას.

4. ჯავშანსატანკო განყოფილება - კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახმელეთო ჯარების ჯავშანსატანკო ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების განხორციელებას, ინსპექტირების გეგმების შემუშავებას და ჯავშანსატანკო ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების მონაცემთა ბაზის შექმნას.

5. საინჟინრო და რადიაციულ/ქიმიურ/ბიოლოგიური დაცვის განყოფილება - კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახმელეთო ჯარების საინჟინრო და რადიაციულ/ქიმიურ/ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების განხორციელებას, ინსპექტირების გეგმების შემუშავებას, საინჟინრო და რადიაციულ/ქიმიურ/ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების მონაცემთა ბაზის შექმნას.

6. საარტილერიო განყოფილება - კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახმელეთო ჯარების საარტილერიო ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების განხორციელებას, ინსპექტირების გეგმების შემუშავებას და საარტილერიო ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების მონაცემთა ბაზის შექმნას.

7. ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც სამმართველოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

8. ერთეულის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ერთეულის საქმიანობას, პასუხს აგებს  ერთეულზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) წარმოადგენს ერთეულს დაკისრებული უფლება - მოვალეობის განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს ერთეულის მოსამსახურეებს შორის, აძლევს  მათ მითითებებს და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს ერთეულის შიდა სტრუქტურის,  შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთთვის დისციპლინური პასუხისგებლობის  დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს ერთეულის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის  ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ზ) ანგარიშს აბარებს სამმართველოს უფროსს ერთეულის საქმიანობის  მიმდინარეობის შესახებ.’’.               

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია