დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 379 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130040000.10.003.018002 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/06/2014 - 24/07/2025)
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და ,,საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის გათვალისწინებით, დამტკიცდეს:
1. საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემა თანდართული ესკიზისა და აღწერილობის მიხედვით (დანართი №1); 2. საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის შესახებ დებულება (დანართი №2); 3. საქართველოს დაზვერვის სამსახურის დროშა თანდართული ესკიზისა და აღწერილობის მიხედვით (დანართი №3). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის აღწერილობა
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემა არის ლაჟვარდისფერ (ლურჯი) არშიიანი მრგვალი ჰერალდიკური ფარი, რომელსაც კვეთს მეწამული ჯვარი. ჯვრის ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი, ფარის ვერცხლის ველზე - ლაჟვარდისფერი (ლურჯი) ოთხქიმიანი ვარსკვლავი (კონტროლისა და უსაფრთხოების სიმბოლო), ფარს ამშვენებს ივერიული გვირგვინი. I და IV ვერცხლის (თეთრი) ველზე გამოსახულია ბოლნურ-კაცხური ჯვარი. ლაჟვარდისფერ (ლურჯი) არშიაზე გამოსახულია ოქროს წარწერა: „საქართველოს დაზვერვის სამსახური“.
დანართი №2
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის შესახებ დებულება
1. საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) ემბლემა (შემდგომში - ემბლემა) არის სამსახურის ოფიციალური სიმბოლო. 2. ემბლემა განთავსდება (ინახება) სამსახურის უფროსის კაბინეტში და სამსახურის სხდომათა დარბაზში. 3. ემბლემა გამოისახება: ა) სამსახურის ვებგვერდზე; ბ) სამსახურის ბეჭდვით გამოცემებზე; გ) სამსახურის მიერ მომზადებულ კინო-, ვიდეო- და ფოტომასალებზე; დ) სამსახურის შეკვეთით დამზადებულ სარეკლამო-საინფორმაციო და სუვენირულ პროდუქციაზე; ე) სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობაზე. 4. სამსახურის უფროსი იღებს გადაწყვეტილებას ემბლემის გამოყენების სხვა შემთხვევების თაობაზე. 5. ემბლემა დაცულია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დანართი №3
საქართველოს დაზვერვის სამსახურის დროშის აღწერილობა
საქართველოს დაზვერვის სამსახურის დროშა არის მართკუთხა თეთრი ქსოვილი პროპორციით - 2/3, რომელსაც კვეთს სწორკუთხა მეწამული (წითელი) ჯვარი სისქით - დროშის სიმაღლის 1/5, რომელიც ეხება დროშის ქსოვილის კიდეებს. ზედა მარჯვენა მეოთხედში (პირველი კანტონი) თეთრ (ვერცხლის) ველზე გამოსახულია ლაჟვარდისფერი ოთხქიმიანი ვარსკვლავი - საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის დეტალი.
|
უკან დაბრუნება 

დოკუმენტის კომენტარები