„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4596
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
ძალის დაკარგვის თარიღი 24/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.05.001.002.788
  • Word
4596
30/03/2007
310.150.000.05.001.002.788
„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 2000 წელი, მუხ. 99) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში (აეროპორტებიდან) და აეროდრომებში (აეროდრომებიდან) კომერციულ საერთაშორისო და შიდა გადაყვანა-გადაზიდვებს ან/და საავიაციო სამუშაოებს ახორციელებს მხოლოდ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვის საფუძველზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ან/და საქართველოს აერონავიგაციური ინფორმაციის კრებულის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ლიცენზია – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაცემული ნებართვა, რომელიც ლიცენზიის მფლობელს უფლებას აძლევს, განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ან/და საავიაციო სამუშაოები;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ნებართვა – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უფლებას, განახორციელოს საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში (აეროპორტებიდან) და აეროდრომებში (აეროდრომებიდან) კომერციული საერთაშორისო და შიდა გადაყვანა-გადაზიდვები ან/და საავიაციო სამუშაოები;“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლიცენზიის გამცემი ორგანოა ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 30 მარტი.

№4596_Iს