დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 375 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 25/06/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.017998 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2013, 010240030.10.003.017508) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე‑7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომის ოქმების წარმოებას უზრუნველყოფს მინისტრის აპარატი.“. 2. მე‑9 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) მინისტრის აპარატი;“. 3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;“. 4. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. მინისტრის აპარატი მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან და საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკონტროლო დავალებების, მინისტრის სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებებისა და მინისტრის ბრძანებების შესრულების კონტროლი; გ) მინისტრის სახელზე შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება, მინისტრის რეზოლუციათა პროექტების მომზადება; დ) მინისტრის სათათბირო საბჭოს სხდომებისა და სამინისტროში გამართული თათბირების ორგანიზება, დადგენილი წესით; ე) პროტოკოლის წარმოება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა; ზ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.“. 5. მე-19 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი: „მუხლი 191. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და დემოკრატიზაციის უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა; გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტება სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტებისა და ეკონომიკური რეფორმების პროცესში; დ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება; ე) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება; ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 25 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები