დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 376 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.017999 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში (სსმ, №134, 16/11/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ნ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა საკონტროლო დავალებების შესრულების კონტროლს და საქმისწარმოების ფუნქციების განხორციელებას, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მიღებული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავება, კლასიფიცირება და მინისტრისათვის მოხსენება, მინისტრის დავალებების აღრიცხვა და მათი შესრულების კონტროლი, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება, სამინისტროს სისტემის ფინანსური უზრუნველყოფა, სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვა და ფორმირება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, დამტკიცებული გეგმის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფინანსება და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფა, სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს სისტემის საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი, სამინისტროს სისტემის ფინანსური წესრიგის უზრუნველსაყოფად სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა, სამინისტროს სისტემის სამუშაო პირობების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა და კონტროლი, დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და რეკონსტრუქციის სამუშაოთა ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა;“. 2. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ფ“ ქვეპუნქტი: ,,ფ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო-კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნა, ინფორმაციის დაცვის თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ელექტრონული კავშირის სისტემის გამართული ფუნქციონირების ორგანიზება, სამინისტროს შიდა სატელევიზიო ქსელით უზრუნველყოფა, შიდა სატელეფონო და საერთაშორისო კავშირების ორგანიზება.“. 3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრი.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები - 2014 წლის 20 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები