დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 31 აგვისტოს №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1203 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010170000.22.029.016245 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 31 აგვისტოს №112 ბრძანებით (სსმ, 05.09.2012, 010170000.22.029.016035) დამტკიცებულ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის“ მე-12 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი 1. სამსახურიდან გათავისუფლებული მოსამსახურე ვალდებულია დანართ №1-ში მითითებულ სტრუქტურულ დანაყოფებში წარადგინოს შემოვლის ფურცელი (დანართი №1) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების და სხვა ვალდებულებების შესრულების თაობაზე, რომელიც უნდა დაადასტუროს უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ხელმოწერით. 2. შემოვლის ფურცლის დედანი ბარდება ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს და ინახება გათავისუფლებული მოსამსახურის პირად საქმეში. შემოვლის ფურცლის ასლი, დამოწმებული ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს მიერ წარედგინება საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს, რის საფუძველზეც მოხდება მოსამსახურესთან საბოლოო ანგარიშსწორება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები