დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „გამოფენების ცენტრი“-ს აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."გამოფენების ცენტრი" |
| მიღების თარიღი | 11/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „გამოფენების ცენტრის“ აქციონერთა საყურადღებოდ
სს „გამოფენების ცენტრი“ იწვევს აქციონერებს მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2014 წლის 30 ივნისს, 12:00 საათზე, საზოგადოების იურიდულ მისამართზე: ქ თბილისი, წერეთლის გამზ. 118, დირექციის შენობა.
დღის წესრიგი:
1. წლიური შედეგების განხილვა, დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცება.
2. მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
3. აუდიტორის არჩევა.
სს „გამოფენების ცენტრის” დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაცია იქნება საერთო კრებაზე დამტკიცდეს წარმოდგენილი წლიური ანგარიში და აუდიტორად არჩეულ იქნეს ფირმა შპს „მელიდატან“.
აქციონერებს კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება მისამართზე: თბილისი, მოსეშვილის ქუჩა №11, მეშვიდე სართული, შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”; ტელ.: (0322) 251560, დილის 10 საათიდან 17 საათამდე (შესვენება: 14:00 – 15:00). აქციონერებს დეტალური ინფორმაცია დღის წესრიგში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით შეუძლიათ მიიღონ საზოგადოების იურიდიულ მისამართზე, დირექციაში.
კრების სააღრიცხვო თარიღი არის 2014 წლის 17 მაისი.
გთხოვთ, კრებაზე დასწრებისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთები.
სს „გამოფენების ცენტრის” დირექცია
დირექტორი ა. ტყემალაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები