დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 21 ივნისის N01-42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-35/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.035.016265 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 21 ივნისის №01-42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 21 ივნისის N01-42/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 21/06/2012, 040030000.22.035.016160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრის” დებულების დამტკიცების შესახებ“. |
2.
ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრის“ თანდართული დებულება.“. |
3.
ბრძანების პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრი“ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის“ უფლებამონაცვლეს.“. |
4.
ბრძანებით დამტკიცებული დებულების: |
ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრის“ დებულება“; |
ბ)
პირველი მუხლის: |
ბ.ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის დაწესებულება, რომელიც მონაწილეობას იღებს ნარკომანიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის შემუშავებასა და მისი კომპეტენციის ფარგლებში, ნარკომანიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობაში.“; |
ბ.ბ)
მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მ. ასათიანის N9.“. |
გ)
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. ცენტრის საქმიანობის მიზნები და ამოცანები, ფუნქციები, საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილება 1. ცენტრის მიზნები და ამოცანებია: ა) საქართველოში ნარკოლოგიისა და ფსიქიატრიის დარგების განვითარების ხელშეწყობა; ბ) ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულთა და ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა პრევენციის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების ხარჯთეფექტური პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება. 2. ცენტრის ფუნქციებია: ა) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულთა და ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა სამკურნალო და სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა; ბ) სპეციალური პროგრამებით მოსარგებლე ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ და ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და სწორად დაგეგმვის მიზნით ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა; გ) ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამინისტროსთვის წინადადებების მომზადება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების და ფსიქიკური დარღვევების გამომწვევი ფაქტორების რეგულირების მიზნით; დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში საერთაშორისო რეკომენდაციების და სტანდარტების დანერგვის მიზნით სხვა სამინისტროებთან, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით; ე) საქართველოში ნარკოვითარებისა და ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი; ვ) ყოველწლიურად სამინისტროსთვის დეტალური ანგარიშის წარდგენა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ და ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა სპეციალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ; ზ) საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა საქართველოს რეალობასთან ადაპტირებისა და იმპლემენტაციის მიზნით; თ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება. 3. ცენტრის უფლებამოსილებები: ა) ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ და ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა სპეციალური პროგრამების მიმდინარეობის, მეთოდოლოგიური მონიტორინგისა და კოორდინაციის მიზნით მიიღოს და დაამუშაოს აღნიშნული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისგან ყოველთვიური სრულყოფილი ინფორმაცია პროგრამაში ჩართულ მოსარგებლეთა შესახებ (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციისა); ბ) მოამზადოს საორგანიზაციო-მეთოდოლოგიური სარეკომენდაციო წინადადებები აღნიშნული პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის მათი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და სრულყოფის მიზნით; გ) შექმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო დარგებში არსებული ზოგადი საკითხებისა და ცალკეული შემთხვევების შესწავლისა და განხილვის მიზნით; დ) ინფორმაციის გაცვლისა და ერთობლივი რეკომენდაციების მომზადების მიზნით ცენტრი უფლებამოსილია ურთიერთობა იქონიოს სხვადასხვა დაწესებულებებთან და უწყებებთან; ე) სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ვ) საერთაშორისო და ადგილობრივ სამედიცინო და სამეცნიერო დაწესებულებებთან ურთიერთობების დამყარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება, აგრეთვე გრანტების მიღება; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. საქმიანობის პრინციპები: ა) დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას; ბ) სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; გ) კანონმდებლობის დაცვა და საქმიანობის საჯაროობა.“; |
დ)
მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით. დირექტორის მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის საშტატო ნუსხით. 4. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები