დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 371 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040030.10.003.017991 |
371
09/06/2014
ვებგვერდი, 11/06/2014
480040030.10.003.017991
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/12/2013, 480040030.10.003.017482) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ,,იმ ქვეყნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები“ (დანართი №2) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,24. საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებზე, ვანუატუს რესპუბლიკასა და ტუვალუში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები