ნ. ვაჩეიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

  • Word
ნ. ვაჩეიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 599
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 27/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
599
27/12/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 27/12/2006
000000000.00(0).000.000000
ნ. ვაჩეიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №599

2006 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

ნ. ვაჩეიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  საქარ­თველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონ­მდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: „კულ­ტუ­რული მემკვიდრეობის შესახებ“, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, `სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“, „აუცილებელი საზოგადო­ებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაო­ბაზე“, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილე­ბების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, „საქარ­თველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებარ­თვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, „ლიცენ­ზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების პრი­ვატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურული ფასეულობების საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა  და დამატებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სის­ხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინის­ტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი