დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 440 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016325 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/06/2014 - 02/07/2014)
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის,
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 და 21-ე მუხლის მე-3 პუნქტების, აგრეთვე "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" და "ნ" ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) შემაკავებელი ორდერის თანდართული ფორმა (დანართი №1). ბ) შემაკავებელი ორდერის ოქმის თანდართული ფორმა (დანართი №2). |
| მუხლი 2 |
შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის შედგენის უფლებამოსილ პირებად განისაზღვრონ:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახაზო დანაყოფების შემდეგი თანამდებობის პირები:
ა.ა) ოცეულის მეთაური;
ა.ბ) ათეულის მეთაური;
ა.გ) უფროსი პატრულ-ინსპექტორი;
ა.დ) პატრულ-ინსპექტორი;
ა.ე) უმცროსი პატრულ-ინსპექტორი.
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უბნის ინსპექტორები _ მხოლოდ იმ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც განსაზღვრული არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორია. |
| მუხლი 3 |
ამ ბრძანებით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირებმა აწარმოონ შემაკავებელი ორდერის და შე-მაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების აღრიცხვა. |
| მუხლი 4 |
ამ ბრძანებით განსაზღვრული პირები უფლებამოსილნი არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე დაწყებული გამოძიების პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში გამოსცენ შემაკავებელი ორდერი. |
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 11 სექტემბრის №1079 ბრძანება. |
| მუხლი 6 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
შემაკავებელი ორდერი №00000
1. ორდერის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი _____________________________________________ ________________________________________________________________________________________ 2. ორდერის შედგენის საფუძველი ___________________________________________________________ (კონკრეტულად რაში გამოიხატა ძალადობა) ________________________________________________________________________________________ __________________________________________________________ 3. მსხვერპლის სახელი, გვარი, მისამართი ____________________________________________________ ________________________________________________________________________________________ 4. მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი _______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ 5. ძალადობის ფორმა (გაუსვით ხაზი): ა) ფიზიკური; ბ) ფსიქოლოგიური; გ) ეკონომიკური; დ) სექსუალური; ე) იძულება. 6. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თანახმად შემაკავებელი ორდერი ითვალისწინებს (შემოხაზეთ): ა) მოძალადის იმ სახლისაგან მოშორებას, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ) მოძალადის მიერ თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; გ) მოძალადის მსხვერპლთან და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვას, სადაც მსხვერპლი იმყოფება; დ) მოძალადისთვის იარაღის, მათ შორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, სარგებლობის უფლების შეზღუდვას, ასევე იარაღის შეძენის უფლების აკრძალვას; ე) მოძალადის ბავშვებისაგან განცალკევებას; ვ)_______________________________________________________________________________________________ (სხვა ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისთვის) 7. შემაკავებელი ორდერი ითვალისწინებს მსხვერპლის დაცვის შემდეგ ღონისძიებებს (შემოხაზეთ): ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისგან გარიდებას; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის თავშესაფარში მოთავსებას; გ)_________________________________________________________________________________________________ (გრაფა ივსება საჭიროების შემთხვევაში) 8. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოძალადეს ეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 9. შემაკავებელი ორდერი ძალაშია მისი გამოცემისთანავე. 10. შემაკავებელი ორდერი შედგენილია 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ბარდება მოძალადეს, ერთი – მსხვერპლს და ერთი რჩება მის გამომცემ პირთან. 11. შემაკავებელი ორდერი გაცემულია ________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ მიერ. (თანამდებობა, სახელი და გვარი) ___________________________ (ხელმოწერა) დანართი №2 შემაკავებელი ორდერის ოქმი №000000 1. მსხვერპლის სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონი _____________________ __________________________________________________________________________________________________ 2. მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია, საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონი _____________________________________ __________________________________________________________________________________________________ 3. მოწმის სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონი _________________________ __________________________________________________________________________________________________ 4. ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია:
5. პოლიციის მიერ მიღებული ზომები:----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (განხორციელებული მოქმედებების მოკლე აღწერა) 6. შემაკავებელი ორდერის ოქმს გავეცანი და ვეთანხმები მის შინაარს: ___________________________________________________________________________ (მსხვერპლის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარი) ___________________________________________________________________________ (მოძალადის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარი) ___________________________________________________________________________ (მოწმის (თუ არის) ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარი) 7. შემაკავებელი ორდერის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და რჩება მის გამომცემ ორგანოს. ოქმის შემდგენის ხელმოწერით დამოწმებული ოქმის თითო ასლი წარედგინება ზედამხედველ პროკურორს და სასამართლოს. 8. _______________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ (ოქმის შემდგენის პირის სახელი, გვარი და თანამდებობა (ხელმოწერა) __________________
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები