ბორჯომის საბადოს მინერალური წყლის №1-21 უბნების სანიტარიული დაცვის პირველი ზონის დამტკიცების შესახებ

ბორჯომის საბადოს მინერალური წყლის №1-21 უბნების სანიტარიული დაცვის პირველი ზონის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 367
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 470210000.10.003.017987
367
06/06/2014
ვებგვერდი, 11/06/2014
470210000.10.003.017987
ბორჯომის საბადოს მინერალური წყლის №1-21 უბნების სანიტარიული დაცვის პირველი ზონის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №367

2014 წლის 6 ივნისი

   ქ.თბილისი

 

ბორჯომის საბადოს მინერალური წყლის №1-21 უბნების სანიტარიული დაცვის პირველი ზონის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
,,კურორტებისა და  საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს ბორჯომის საბადოს მინერალური წყლის №1-21 უბნების:

ა) სანიტარიული დაცვის პირველი ზონის რეჟიმი და საზღვრები (დანართი 1);

ბ) სანიტარიული დაცვის პირველი ზონის გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა ნუსხა (დანართი 2);

გ) სანიტარიული დაცვის პირველი ზონის ტერიტორიაზე აკრძალულ ღონისძიებათა ნუსხა (დანართი 3).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი