საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4577
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 05/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.002.781
  • Word
4577
30/03/2007
სსმ, 10, 05/04/2007
010.190.030.06.001.002.781
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს.“.

2. 53-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 57-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-4–მე-8 პუნქტების შესაბამისად, ხოლო მისი გადაყენება ხდება ამავე რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, იმ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.“.

4. 62-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის წევრთა სამკაციან ჯგუფს.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გადარჩევას კენჭი ეყრება კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გადარჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.“.

5. 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დროებითი კომისიის თავმჯდომარე აირჩევა ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის    მე-4–მე-8 პუნქტების შესაბამისად, ხოლო მისი გადაყენება ხდება ამავე რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით. დროებითი კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, იმ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.“.

6. 178-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. 243-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი პლენარულ სხდომაზე განიხილება და მიიღება ერთი მოსმენით, ამ რეგლამენტის 156-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

8. 264-ე მუხლის 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„81. თუ პარლამენტის წევრი, რომელსაც ევალება პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის წარდგენა (მომხსენებელია ან თანამომხსენებელი), კანონპროექტის წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება პლენარულ სხდომათა დარბაზში, მას დაუკავდება ხელფასის 20%. პარლამენტის წევრის მიერ სხდომათა დარბაზში კანონპროექტის წარუდგენლობის ფაქტზე, სხდომის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე, ფორმდება საოქმო ჩანაწერი, რომელსაც მანდატურთუხუცესი 24 საათის განმავლობაში უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს ამ პუნქტის შესაბამისად ხელფასის დასაკავებლად.“.

    მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 30 მარტი.

№4577_ Iს