„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის №907 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 967
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017130
  • Word
967
03/06/2014
ვებგვერდი, 10/06/2014
000000000.00.003.017130
„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის №907 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №967

2014 წლის 3 ივნისი  

ქ. თბილისი

„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22  მაისის №907 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22  მაისის №907 განკარგულებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელოს 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე - ავტოტრანსპორტის დროებითი განვლადობის უზრუნველყოფის მიზნით, გადაუდებელი სამუშაოები, ხოლო მეორე ეტაპზე - დაზიანებული საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები;“;

ბ)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ავტოტრანსპორტის დროებითი განვლადობის უზრუნველყოფის მიზნით, პირველ ეტაპზე განსახორციელებელი გადაუდებელი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო და საპროექტო მომსახურების შესყიდვისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს  7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                                                              ი. ღარიბაშვილი